primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა

  • ბიზნესი
  • 08.04.2026
  • 14:03
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა

კორპორაციულ სეგმენტში გაყიდული 50-მდე Geely-ს ბრენდის ავტომობილი, B2B პარტნიორები და ახალი ავტომობილები ბრენდის სამოდელო რიგში - „ჯილი ცენტრი თეგეტამ" 2026 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი შედეგები დააფიქსირა. ამ პერიოდში კომპანიამ სხვადასხვა ორგანიზაციას 25 ერთეულზე მეტი ელექტრული Geely GeoMe და 18 ერთეული შიგაწვისძრავიანი Geely Emgrand გადასცა. მათ შორის არის ავტოგაქირავების კომპანია Europcar Georgia, რომელიც შეძენილ ავტომობილებს ფლიტ მენეჯმენტის მიმართულებით გამოიყენებს.

გიორგი შაქარაშვილი, „ჯილი ცენტრი თეგეტას“ კომერციული დირექტორი: „2026 წლის პირველი კვარტალი „ჯილი ცენტრი თეგეტასთვის“ საქართველოს ბაზარზე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მოხარულები ვართ, რომ ამ პერიოდში გაყიდვების მიმართულებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს. ჩვენ მოკლე დროში შევძელით და ბაზარს სამივე ტიპის ავტომობილები შევთავაზეთ - ელექტრული, დამუხტვადი ჰიბრიდი და შიგაწვისძრავიანი. ეს არა მხოლოდ პორტფელის გაფართოება, არამედ ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევანი სასურველ მოდელზე გააკეთონ, მათივე ინტერესების გათვალისწინებით.

ფინანსური მაჩვენებელი ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, კომპანიები ყურადღებას უთმობენ საწვავის ხარჯს. ამიტომაც მათ დივერსიფიცირებულ სამოდელო რიგს ვთავაზობთ, რათა თავად გადაწყვიტონ, რა არის მათთვის პრიორიტეტული და ჰქონდეთ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, ხარჯები შეამცირონ, მეორე მხრივ კი, ეფექტიანობა გაზარდონ. მნიშვნელოვანია ჩვენი ფლიტ მენეჯმენტის მიმართულებაც - „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქმნის ინფრასტრუქტურას, რომელიც კორპორაციულ მომხმარებელს გრძელვადიანი და ეფექტური ექსპლუატაციის შესაძლებლობას აძლევს“.

სწორედ მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნასა და ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად კომპანიის მიერ მოწყობილი ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურა - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ თბილისსა და ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ფიზიკურ პირებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს საოფისე შენობების, ავტოსადგომებისა თუ სასაწყობე ტერიტორიებზე 7- და 22-კილოვატიანი ორიგინალი დამტენები დაუმონტაჟა და, ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე, ექსკლუზიური ბარათები გადასცა, რაც მომხმარებელს ავტომობილის მინიმალური ტარიფით დამუხტვის შესაძლებლობას აძლევს. შედეგად, ყოველ 100 კილომეტრზე ხარჯი, შიგაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, სამჯერ მცირდება.

2026 წლის დასაწყისი „ჯილი ცენტრი თეგეტასთვის“ სამოდელო ხაზის გაფართოების თვალსაზრისითაც გამორჩეული იყო - პირველად ბრენდის ისტორიაში ქართულ ბაზარზე ერთდროულად სამი სხვადასხვა ტიპის ძრავის მქონე მოდელი გახდა ხელმისაწვდომი. მათ შორის:

  • Geely GeoMe - განახლებული ელექტრომობილი

პირველ კვარტალში „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საოპერაციო ლიზინგით კომპანიებს 25-ზე მეტი Geely GeoMe-ის განახლებული ვერსია გადასცა. 2025 წელს ქართულ ბაზარზე შემოსული ეს მოდელი ახლა უკვე რესტაილინგ ვერსიით არის წარმოდგენილი.

  • Geely Starship 7 - ევროპული Plug-in ჰიბრიდი

2026 წლის პირველ კვარტალში ბაზარს წარედგინა Geely Starship 7-ის ევროპული ვერსია - ბრენდის სამოდელო ხაზის პირველი Plug-in ჰიბრიდი, რომელიც სპეციალურად ევროპული ბაზრისთვის შეიქმნა. მოდელი ერთი დამუხტვით 120 კილომეტრს გადის, საწვავის საშუალო მოხმარება კი 100 კილომეტრზე 2-3 ლიტრია.

  • Geely Preface - პრემიუმ სედანი შიგაწვის ძრავით

მნიშვნელოვანი სიახლეა Geely Preface - ბრენდის სამოდელო ხაზიდან სრულიად ახალი, პრემიუმ კლასის სედანი 2.0 ტურბო ძრავით, რომელიც ერთნაირად მიმზიდველია როგორც კორპორაციული, ისე საცალო მომხმარებლებისთვის.

 „ჯილი ცენტრი თეგეტა“ პორტფელის გაფართოებას კვლავაც აგრძელებს. წლის მეორე ნახევარში ბაზარზე პრემიუმ მოდელი Geely Galaxy M9 გამოჩნდება, ასევე Geely Battleship - დიდი ზომის 7-ადგილიანი 4x4 დამუხტვადი ჰიბრიდი. მანამდე კი, აპრილიდან კომპანია ბაზარს „ჯილი ჰოლდინგში“ შემავალ კიდევ ერთ ახალ ბრენდს, Farizon-ს, წარუდგენს - სრულად ელექტრული კომერციული ავტომობილების ხაზს (მცირე და დიდი ზომის ფურგონები, პიკაპები, დახურული სატვირთოები და ავტომობილები, რომლებშიც ქარხნულად ინტეგრირებული მაცივარია მოთავსებული -18°C-მდე). Farizon საქართველოში პირველი ბრენდი იქნება, რომელიც ბიზნესს, მათ შორის, სადისტრიბუციო კომპანიებს, ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტების ქსელებს ასეთი ტიპის სპეციალიზებულ კომერციულ ელექტრომობილებს შესთავაზებს.

Geely ზრდის სწრაფი ტემპით გამოირჩევა როგორც გლობალურ, ისე საქართველოს ბაზარზე. ბრენდმა 2025 წელი რეკორდული შედეგებით დაასრულა, ხოლო 2026 წლის პირველი კვარტალი ისტორიული მნიშვნელობის იყო - პირველად ჩინეთში, მსოფლიოს უდიდეს საავტომობილო ბაზარზე, სწორედ Geely გახდა ყველაზე გაყიდვადი ჩინური ავტომწარმოებელი.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge