png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

“390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”

  • საზოგადოება
  • 24.04.2026
  • 14:51
“390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”

ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური პრობლემა არის სიღარიბე და ახსნა თუ როგორ არის ეს საკითხი ავადობის საფუძველი, - ამის შესახებ ისაუბრა ოპოზიციურმა ალიანის მიერ გამართულ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი წერეთელმა.

ბრიფინგზე ისაუბრეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, სისტემურ პრობლემებსა და გამოსავლის გზაზე.

"სიღარიბის მაჩვენებლები კვლავ არის ძალიან მაღალი 390 000-ზე მეტი ბავშვი არის რეგისტრირებული სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან 270 000 იღებს შემწეობას. ეს ციფრები ნიშნავს, რომ ეს ბავშვები პრაქტიკულად სიღარიბეში ცხოვრობენ. არის მრავალგანზომილებიანი სიღარიბე, არის აბსოლუტური სიღარიბეც და ჩვენ ვხედავთ ამას, რა რთულ მდგომარეობაში არიან ოჯახები.

მაშინ როცა ფასები იზრდება, მაშინ როცა ჩვენ ვხედავთ საბიუჯეტო თანხებიდან ასეული მილიონები იფლანგება და ილექება სწორედ ოლიგარქიული სისტემის მესვეურების ჯიბეებში და ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მძიმე ვითარებას, ემიგრაციის თვალსაზრისით, დემოგრაფიის თვალსაზრისით იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სიღარიბე არის ავადობის საფუძველი, განსაკუთრებით ბავშვებში და ჩვენ გვაქვს ამის ოფიციალური სტატისტიკა, 500 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა 3 წლის განმავლობაში საქართველო, აქედან დაახლოებით 20% ბავშვები არიან”, - განაცხადა წერეთელმა.  

მისი თქმით, ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ მათი ინტერესია სწორედ ეს ცვლილებები.  

“ყველა ადამიანი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, მათ შორის, 26 მაისის შეკრებაც უნდა იყოს მრავალრიცხოვანი, რომ ამ სისტემის ხელმძღვანელებმა კარგად გაიგონ ხალხის ხმა, რა უნდა ხალხს და რომ მხოლოდ დემოკრატიული ხელისუფლება შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას და ალიანსს აქვს ძალიან სწორი ხედვა ამასთან დაკავშირებით”, - განაცხადა წერეთელმა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge