primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე

  • ბიზნესი
  • 08.06.2026
  • 13:01
1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე

„თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს უპრეცედენტო შეთავაზება მოუმზადა - ამერიკული პრემიუმ ბრენდის „ენერჯაიზერის“ აკუმულატორის შეძენა ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობით არის შესაძლებელი. შეთავაზების იდეა შემდეგია: მომხმარებელი, რომელიც „თეგეტა მოტორსში“ „ენერჯაიზერის“ ახალ აკუმულატორს შეიძენს, ძველს კი ჩააბარებს, დამატებით ფასდაკლებას მიიღებს - ჩაბარებული აკუმულატორის თითოეულ აპმერზე 2 ლარს. სწორედ აქედან მომდინარეობს კამპანიის ლაკონიური და დასამახსოვრებელი მესიჯიც - „1 ამპერი = 2 ლარი“, რაც პროდუქტის საბოლოო ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს. მაგალითად, 60-ამპერიანი აკუმულატორის ჩაბარება 120 ლარის ფასდაკლებას ნიშნავს, ხოლო 100 ამპერიანის - 200 ლარის. შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა:

  • ჩააბაროთ ძველი აკუმულატორი
  • შეიძინოთ „ენერჯაიზერის“ ახალი აკუმულატორი, რომლის ამპერაჟი ძველის ტოლი ან მასზე მეტია

მარიამ ჩხეიძე, „თეგეტა მოტორსის“ აკუმულატორების მიმართულების პროდუქტის უფროსი ოფიცერი: „ეს არის შეთავაზება, რომელსაც დღეს ქართულ ბაზარზე ანალოგი არ აქვს. „1 ამპერი = 2 ლარი“ - ასეთი პირობით ძველი აკუმულატორის ჩაბარების შესაძლებლობას მომხმარებელი ვერსად მიიღებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა „თეგეტა მოტორსში“ არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მიიღოს, არამედ რეალური, ხელშესახები ფინანსური სარგებელიც. „ენერჯაიზერი“ ამერიკული პრემიუმ ბრენდია, რომელიც წლების განმავლობაში საიმედოობითა და გამძლეობით გამოირჩევა. ამიტომაც სწორედ ამ პროდუქტზე ვთავაზობთ ბაზარს უკონკურენტო პირობას. აღნიშნული პირობებიდან გამომდინარე, ეს საუკეთესო დროა მომხმარებლისთვის ახალი აკუმულატორის შესაძენად“.

შეთავაზებით მიღებული სარგებელი „ენერჯაიზერის“ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელის მაგალითზე ასე გამოიყურება: ENERGIZER EP74L3 74 Ah R+ მოდელის საცალო ფასი „თეგეტა მოტორსში“ 399 ლარია, ხოლო ანალოგიური ამპერაჟის ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში მისი ღირებულება 251 ლარამდე მცირდება. შესაბამისად, ერთ შენაძენზე მომხმარებელი 148 ლარს ზოგავს.

მომხმარებლისთვის ფინანსური სარგებლის გარდა, „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზება ეკოლოგიურ სარგებელსაც მოიცავს. ძველი აკუმულატორი საფრთხის შემცველი ნარჩენია, რომელიც სათანადო უტილიზაციის გარეშე გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. „თეგეტა“ წლების განმავლობაში უზრუნველყოფს ძველი აკუმულატორებისა და საბურავების სტანდარტების შესაბამის უტილიზაციას, ხოლო მიმდინარე შეთავაზება მომხმარებლებს დამატებით სტიმულს აძლევს, გარემოზე ნეგატიური გავლენის ნაცვლად ძველი აკუმულატორი პროფესიულ სერვისცენტრში ჩააბარონ.

შეთავაზება „1 ამპერი = 2 ლარი“ შეზღუდული ვადით, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს და მისით სარგებლობა „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 1 ივნისიდან არის შესაძლებელი.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

  • 21:02
ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი 2 ადამიანი - ანა ჯაბაური
  • 18:25
მესტიისა და სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • 13:42
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
  • 20:11
კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
  • 20:05
კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
  • 20:04
ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
  • 12:18
თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
  • 12:03
გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge