png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა

  • საზოგადოება
  • 09.06.2026
  • 12:11
მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა

 ახლა უკვე შეიძლება ამაზე ღიად საუბარი!

გუშინდელი დებატები ირაკლი კობახიძის მონაწილეობით,

გადაჭარბების გარეშე არის ეპოქალური მნიშვნელობის!

დასახელდა ყველა ის მექანიზმი, ,რომელიც ევროკავშირის კარნახით საქართველოს დასაღუპად იყო ამოქმედებული.

მძიმე იყო იმის მოსმენა,თუ როგორ დასაკლავი ცხვარივით, ფეხზე ბაწარგამობმული საქართველო ან დაიჩოქებდა ან სანქციების და მუდმივი რყევების ფონზე სულს დალევდა.

როგორ ემზადებოდა დასავლეთით მართული მეხუთე კოლონა სახელმწიფო ბერკეტების საკუთარ სისხლიან ხელებში ჩასაგდებად.

როგორ ამოხდიდნენ სულს ყველა ურჩებს,როგორ გახვევდნენ კვლავ ძაძებში ქართლის დედებს.

დიდი ვაჟკაცობა და ერის სიყვარული ჭირდებოდა ასეთი რყევების გაძლებას.

ჩვენ ეს შევძელით!

როდესაც ვამბობ ჩვენ, ვგულისხმობ ერსაც და ბერსაც მთავრობას და მხედრობას!

ვგულისხმობ იმ ხალხს,რომლებიც ვერ მოგვისყიდეს და ვერ გადაგვიბირეს,მიუხედავად არაერთი მცდელობისა და პირდაპირი მუქარისა!

ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში" ჩვენ, მრავალ ჭირნახული, საქართველოსთვის თავდადებული და მებრძოლი ადამიანები და გამწვავების შემთხვევაში ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ. თითოეული ჩვენთაგანი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად იქცეოდა და საკუთარ სახლს,ოჯახს და ქვეყანას დაიცავდა!

დიახ, ადგილი ჰქონდა თვითორგანიზაციას და ქუჩებში გამოსვლებისთვის მზადებას!

დიახ,ველოდებოდით სიგნალს,რომ დაგვეცვა სამშობლო!

დიახ, მთავრობა და პირადად ირაკლი კობახიძე იძლეოდნენ იმის იმედს, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა ,პოლიცია და ჯარი მოწოდების სიმაღლეზეა და არცერთი სახელმწიფო მოხელე არ ჩაიდენს ღალატს!და ჩვენ გვჯეროდა მისი!

მან ნაღდი სიტყვის ფასი იცის და ასეც მოხდა!

კარგად ვაცნობიერებდით რა იმას, რომ ჩვენი პატარა ქვეყნისთვის,სამოქალაქო ომი დამღუპველი იქნებოდა! ყველას უნდა ახსოვდეს,რომ ძალადობრივად მთავრობის ცვლილებას არასოდეს არ დავუშვებთ და გუშინდელი დებატები ამის ნათელი მაგალითია!

P.S. მე პრინციპში,ამ ტიპის დებატებს არ მივესალმებოდი,რადგან ვთვლიდი,რომ პრემიერის დრო ფუჭად იხარჯება.

გუშინ დავფიქრდი და მივხვდი,რომ მხოლოდ ამ ფორმატით იყო შესაძლებელი იმის თქმა,რაც ითქვა!

დიდი მადლობა პრემიერო!" -  წერს ოცნების პროპაგანდისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge