primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა

  • ბიზნესი
  • 24.06.2026
  • 18:24
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა

„თეგეტა ჰოლდინგი“ იაპონური კომერციული ავტომობილების წამყვანი მწარმოებლის, UD Trucks-ის, ოფიციალური იმპორტიორი გახდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

პარტნიორობის შესახებ შეთანხმება თბილისში, „თეგეტას“ გეზის ფილიალში გაფორმდა და UD Trucks-ისთვის კავკასიის რეგიონში ახალი ეტაპის დასაწყისი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში „თეგეტა“ სამივე ბაზარს შესთავაზებს UD Trucks-ის ავტომობილებს, სათადარიგო ნაწილებსა და სერვისს. შედეგად, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ისეთი სატრანსპორტო გადაწყვეტები, რომლებიც ხარისხს, საიმედოობასა და გრძელვადიან ღირებულებას ეფუძნება.

ხელმოწერის ცერემონიაზე კომპანიების წარმომადგენლებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე, ბაზრის შესაძლებლობებსა და რეგიონში UD Trucks-ის ბრენდის შემდგომ განვითარებაზე.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „თეგეტას“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულებისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო პარტნიორობა იმ ბრენდებთან, რომლებიც ხარისხის, საიმედოობისა და ეფექტიანობის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევიან. ჩვენი პორტფელი აქამდე პრემიუმ და დაბალფასიან სეგმენტებს მოიცავდა, ხოლო UD Trucks გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებლებს საშუალო სეგმენტშიც შევთავაზოთ ძლიერი, კონკურენტული და მრავალფუნქციური გადაწყვეტა. გვჯერა, რომ იაპონური ბრენდის მრავალწლიანი გამოცდილება და რეპუტაცია როგორც საქართველოს, ისე მთლიანად კავკასიის ბაზარზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“.

„თეგეტა“ კავკასიის ბაზარზე ორ მოდელს - UD Quester-სა და UD Croner-ს - წარადგენს, რომლებიც ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებაზეა მორგებული და მათ მოქნილი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას მისცემს. UD Quester შექმნილია მძიმე ტვირთამწეობის ოპერაციებისთვის - სამშენებლო სამუშაოებისთვის, შორ მანძილზე გადაზიდვებისა და დატვირთული ოპერაციებისთვის. ეს მოდელი მძლავრ შესრულებას საწვავის ეფექტურობასა და მედეგობასთან აერთიანებს. UD Croner კი მრავალფუნქციური საშუალო ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილია, რომელიც განვითარებულია ურბანული და რეგიონული დისტრიბუციის, მუნიციპალური მომსახურების, საევაკუაციო და სპეციალიზებული ოპერაციებისთვის.

UD Trucks 1935 წელს დაარსდა და დღეს იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კომერციული ავტომობილების მწარმოებელია. ბრენდი ცნობილია მძიმე საექსპლუატაციო პირობებში საიმედო შესრულებით - მისი ავტომობილები ფართოდ გამოიყენება ლოგისტიკაში, მუნიციპალურ მომსახურებაში, მშენებლობასა და სხვა საკვანძო ინდუსტრიებში. UD ნიშნავს Ultimate Dependability-ს (უმაღლეს საიმედოობას) - ეს კი ასახავს კომპანიის ვალდებულებას, შესთავაზოს მომხმარებლებს საიმედო სატვირთო ავტომობილები მათი ყოველდღიური ოპერაციების მხარდასაჭერად.

ჯეფერსონ მაჩადო, UD Trucks-ის გაყიდვების დირექტორი: „თეგეტას“ ძლიერი რეგიონული წარმომადგენლობა და მომხმარებლის მხარდაჭერა მას UD Trucks-ისთვის კავკასიაში მნიშვნელოვან პარტნიორად აქცევს. ერთად ვისახავთ მიზნად, ბიზნესს შევთავაზოთ საიმედო ავტომობილები, რომლებიც ხარისხის, შესრულებისა და ხარჯთეფექტურობის ოპტიმალურ ბალანსს უზრუნველყოფს. UD Trucks განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ საიმედო სატრანსპორტო გადაწყვეტებს, გაუმჯობესებულ საოპერაციო ეფექტურობასა და ინტეგრირებული სერვისული მოდელის ფარგლებში პროფესიონალურ გაყიდვების შემდგომ მომსახურებას“.

UD Trucks-ის ავტომობილები ხელმისაწვდომი იქნება „თეგეტას“ ფილიალებში საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. მომხმარებლები შეძლებენ, ავტომობილებს ადგილზე გაეცნონ და მათი ბიზნესის მოთხოვნებზე მორგებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

--

„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge