png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი

  • მსოფლიო
  • 25.06.2026
  • 22:36
უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპასა და აშშ-ს შორის პოზიციები დაახლოვდა.

„ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით ევროპელებისა და ამერიკელების ახალი დაახლოების მომენტში“, - განაცხადა მაკრონმა ბერლინში გამართული E5-ის (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი და საფრანგეთი) ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„დიდი შვიდეულის სამიტზე აშშ-მა ევროპასთან ერთად დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ასევე მზადყოფნა სამხედრო და ენერგეტიკული დახმარებისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად და ზოგადად იმავე გზით სვლისთვის, რასაც ევროპელი პარტნიორები მიჰყვებიან“, - განაცხადა მაკრონმა.

მისივე თქმით, უკრაინის საკითხზე „მსურველთა კოალიციის“ შემდეგი შეხვედრა 13 ივლისს გაიმართება.

როგორც მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა ბერლინში შეხვედრის მიზანი უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე პოზიციების კოორდინაცია, ასევე ნატო-ს ანკარაში დაგეგმილი სამიტის მომზადებაა იყო.

„G7-ის ევიანის სამიტის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვან ეტაპს ვხედავთ - უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე ევროპელებსა და ამერიკელებს შორის პოზიციების დაახლოებას.

ამ დინამიკის გასაგრძელებლად და მის მხარდასაჭერად ბერლინში ვხვდები ჩვენს გერმანელ, ბრიტანელ, იტალიელ და პოლონელ პარტნიორებს.

შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ივლისის დასაწყისია - ნატო-ს ანკარაში დაგეგმილი სამიტი საშუალებას მოგვცემს, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ უფრო ძლიერი ევროპა ნატოს ფარგლებში“, - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა X-ზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge