primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

„ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს

  • პოლიტიკა
  • 25.06.2026
  • 12:34
„ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებელ და მათ ხელშემწყობთა მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესების მიზნით, საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას იწყებს.

ანა წითლიძე აღნიშნავს, რომ ენმ რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებელ და მათ ხელშემწყობთა მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესების მიზნით, საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას იწყებს. "ნაციონალური მოძრაობის" საგარეო გუნდი საგანგებო შეხვედრებს გამართავს.

„საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, კრემლის მიერ ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების“ ახალი სამართლებრივი დოკუმენტების ფორსირება და ოკუპირებული ტერიტორიული ერთეულის ე.წ. „გაერთიანების“ მცდელობა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ღია, მცოცავი ანექსიის მორიგ ფაზას.

საგანგაშო და ანტისახელმწიფოებრივია თბილისში, „ქართული ოცნების“ დე ფაქტო რეჟიმის სრული პოლიტიკური დუმილი და უმოქმედობა. ეს არ არის „მშვიდობის შენარჩუნების“ პოლიტიკა. ეს არის ოკუპანტის წინაშე, კაპიტულაცია, საგარეო იზოლაციონიზმი და რუსული აგრესიის წინაშე საქართველოს ინტერესების მიზანმიმართული ღალატი.

კრემლი იურიდიულ ანექსიას ახორციელებს ზუსტად იქ და მაშინ, სადაც მას ოკუპირებული საქართველოს დე ფაქტო მმართველი რეჟიმის მხრიდან, შეგნებულად სრული პასიურობა და დანაშაულებრივი უმოქმედობა ხვდება.

სახელმწიფოებრივი ბერკეტების მიტაცებისა და საპარლამენტო დემოკრატიის პარალიზების პირობებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და აყალიბებს მოქმედების შემდეგ სტრატეგიულ მიმართულებებს:

საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა მიზნობრივი და პერსონალური სანქციების დაწესებისთვის - ვინაიდან ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად, შეგნებულად უარს ამბობს დიპლომატიური ბერკეტების გამოყენებაზე, ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) და აშშ-ის კონგრესის მეგობართა ჯგუფების მეშვეობით, ვიწყებთ მუშაობას რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებელ და მათ ხელშემწყობთა მიმართ, მიზნობრივი სანქციების დაწესების მიზნით. სანქციები უნდა შეეხოს ყველა იმ პირს, ვინც მონაწილეობს ცხინვალის რეგიონის ანექსიის იურიდიულ გაფორმებაში.

პარტიული და საზოგადოებრივი ძალისხმევის კონსოლიდაცია - ჩვენ ვემიჯნებით ვიწროპარტიულ ამბიციებსა და ამ პროცესების, ნებისმიერი ფორმით პოლიტიკურ მონოპოლიზაციის მცდელობას. მოვუწოდებთ ყველა პროევროპულ ოპოზიციურ ძალას, არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო მოძრაობებს, შეიქმნას ერთიანი, კოორდინირებული წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელიც დაუპირისპირდება რეჟიმის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატსა და დანაშაულებრივ უმოქმედობას.

დიპლომატიური კორპუსის მობილიზება - პარტიის საგარეო გუნდი გამართავს საგანგებო შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა მათ ოკუპაციის ხაზთან არსებულ ვითარებაზე, დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ და მოვითხოვოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მანდატის ფარგლებში მონიტორინგის გაძლიერება და საერთაშორისო ინსტიტუტების შესაბამისი რეაგირება.

კიდევ ერთი მიმართულება იქნება ეკონომიკური და ჰიბრიდული გავლენების განეიტრალება.

კაპიტალის მკაცრი კონტროლი: საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (FATF, აშშ-ის ხაზინა) ერთად, რუსეთიდან შემომავალი ან საქართველოდან რუსეთში გამავალი ფინანსური ნაკადების გაფილტვრა.

ოკუპანტ სახელმწიფოსთან და მის ხელშემწყობთა მიმართებაში, სატრანსპორტო და საბაჟო და სხვა ეკონომიკური ბერკეტების შეგნებულად გამოუყენებლობა და მცოცავ ანექსიასთან შეგუება, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და დანაშაულია.

ჩვენი უპირველესი მიზანია, საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანება. ჩვენი ამოცანაა, საქართველოს პატრიოტულ საზოგადოებასთან და ჩვენი ქვეყნის მეგობრებთან ერთად, არ დავუშვათ, ოლიგარქ ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ, გატარებული მოღალატური პოლიტიკით გამოწვეული, ცივილიზებული სამყაროსგან, საქართველოს სრული იზოლაცია, ისევე როგორც, ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის წინაშე, შეგნებული და მიზანმიმართული კაპიტულაცია. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება!,“ - განაცხადა წითლიძემ ბრიფინგზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge