png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა

  • პოლიტიკა
  • 07.07.2026
  • 13:46
ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა

“გახარია საქართველოსთვის” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გიგა ფარულავამ გაბაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება სისტემური დანაშაულის მორიგი გამოვლინება იყო.

ფარულავამ "ქართული ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი კირცხალიას უპასუხა და აღნიშნა, როიმ  მდინარაძის კალთის ქვეშ ვერც კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან.

"როგორც ჩანს, ირაკლი კირცხალია აჟიტირებულია, ალბათ, ბედნიერად გრძნობს თავს მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ, მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდნენ ირაკლი კირცხალიამაც და სხვებმაც, რომ ისინი ვერ დაიმალებიან მდინარაძის კალთის ქვეშ, სისტემის ზურგს უკან და აუცილებლად დადგება დრო, როცა მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება მათ ნებისმიერ სიტყვასა და ქმედებაზე", - თქვა მან.

მისი თქმით, პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება გახარიას გუნდის მიმართ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი, ორგანიზებული და განხორციელებული სისტემური დანაშაული იყო.

“ჩვენ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობთ, რომ ეს არის სისტემური დანაშაულის მორიგი გამოვლინება, რაც მოხდა პარლამენტში, შესაბამისად, სისტემამ, კონკრეტულმა პირებმა, ვინც ამაში მონაწილეობდნენ, ასევე პროკურატურამაც, უნდა იცოდნენ ერთი რამ, რომ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ყველას თავისი ქმედებისთვის და ასევე უმოქმედობისთვის აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება.

რაც შეეხება ამ “ქარდებს”, ისინი გაზიარებული იყო გამომდინარე იქიდან, რაც სხვა პარლამენტში ხდებოდა ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კონკრეტული ფაქტი, რაც საქართველოს პარლამენტში მოხდა, არის სისტემური ძალადობის მორიგი გამოვლინება. ჩვენ აქ კონკრეტულ გვარებზე არ ვსაუბრობთ, ეს იყო ჩვენი გუნდის მიმართ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი, ორგანიზებული და განხორციელებული სისტემური დანაშაული”, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

მანამდე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან, პარლამენტში „გახარიას პარტიის“ წარმომადგენლებთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „სენეგალში, ერთ-ერთმა კოლეგამ ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი, თუ ხელი. ბატონმა [გიგა] ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ და პირობას ვაძლევ, მე თვითონ ვიშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ჩვენს წინააღმდეგ ამ ბრალდებასთან დაკავშირებით აღიძრას რაიმე საქმე - ერთი, ტრიბუნასთან არ უტირიათ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge