primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით

  • ბიზნესი
  • 10.07.2026
  • 15:24
Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით

„ჯილი ცენტრი თეგეტა“ ბიზნესს კომერციული ტრანსპორტის ახალ გადაწყვეტას - Farizon-ს სთავაზობს. ბრენდი, რომელიც Geely Holding-ის შემადგენლობაში შედის, სრულად ელექტრულ კომერციულ ავტომობილებს აწარმოებს და სხვადასხვა ინდუსტრიისთვის სპეციალიზებულ მოდელებს აერთიანებს.

Farizon ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება სწორედ ბაზრის საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღეს - იმ პირობებში, როდესაც კომერციულ სეგმენტში უმეტესად ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ავტომობილებია წარმოდგენილი, ელექტრომობილები კომპანიებს ფლობისა და ექსპლუატაციის ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას სთავაზობს.

გიორგი შაქარაშვილი, „ჯილი ცენტრი თეგეტას“ კომერციული დირექტორი: „Farizon სრულად ელექტრულ კომერციულ ავტომობილებს აწარმოებს, რაც ავტომატურად ამცირებს ყველა იმ ხარჯს, რომლებიც შიგაწვის ძრავიან ავტომობილებს ახლავს თან - როგორც საწვავის, ისე ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის მიმართულებით. ამასთანავე, Farizon-ის ავტომობილების შესასყიდი ფასი, დიზელისა და ბენზინის მოდელებთან შედარებით, უფრო ხელმისაწვდომია, 3-ჯერ ნაკლებია ფლობის ღირებულების ხარჯიც.  ამას ემატება 5-წლიანი ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვისი. დღეს ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფლობის ჯამური ღირებულებაა და სწორედ ამ მიმართულებით ქმნის Farizon რეალურ ეკონომიას.

ჩვენი პორტფელი 6 ძირითად მოდელსა და დაახლოებით 40-მდე მოდიფიკაციას აერთიანებს, რომლებიც ზომით, ტვირთამწეობით, ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილითა და დანიშნულებით განსხვავდება, რაც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე თავიანთთვის ოპტიმალური გადაწყვეტა შეარჩიონ. ბრენდის განსაკუთრებით მოთხოვნადი მოდელია Farizon SV (Super Van), რომელიც სატვირთო, სადისტრიბუციო, სამგზავრო და სამაცივრე ვერსიებითაა ხელმისაწვდომი - ჯამში, 10-მდე მოდიფიკაციით. გარდა ეკონომიურობისა, ეს არის თანამედროვე დიზაინის ავტომობილი, რომელიც კომპანიის იმიჯსაც აძლიერებს“.

ახალ ბრენდს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ სერვისინფრასტრუქტურა და 30-წლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. Farizon-ის ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას კომპანია კომერციული ტრანსპორტის საკუთარ ულტრათანამედროვე სერვისცენტრში უზრუნველყოფს, სადაც მომხმარებლებს გამოცდილი ტექნიკოსები, სპეციალიზებული აღჭურვილობა და სრული ტექნიკური მხარდაჭერა დახვდებათ. ეს კომპანიებს ავტომობილების უწყვეტი ექსპლუატაციისა და ოპერაციული პროცესების შეუფერხებლად წარმართვის შესაძლებლობას აძლევს.

Farizon-ის მიმართ ბიზნესის ინტერესი საწყის თვეებშივე გამოიკვეთა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პირველი ავტომობილები ბაზარზე ოფიციალური საკომუნიკაციო კამპანიის დაწყებამდეც ერთიანად გაიყიდა, ხოლო მომხმარებლებმა, რომლებმაც ისინი შეიძინეს, მალევე დამატებითი შეკვეთებიც განათავსეს, მათ შორის განსხვავებული მოდიფიკაციების მოთხოვნით.

ბიზნესის მზარდი ინტერესი იმით აიხსნება, რომ კომპანიები კომერციული ტრანსპორტის შერჩევისას, პირველ რიგში, აფასებენ ფლობის ჯამურ ღირებულებას, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯებს, ასევე ავტომობილის ღირებულების შენარჩუნების შესაძლებლობას. სწორედ ამ მიმართულებებზე აკეთებს აქცენტს „ჯილი ცენტრი თეგეტას“ პორტფელის ახალი ბრენდი.

Farizon-ის მიმართ ინტერესსა და ნდობას ადასტურებს „ჯილი ცენტრი თეგეტას“ ერთ-ერთი პირველი მსხვილი კორპორაციული პროექტი. საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში „თეგეტა“ სადისტრიბუციო კომპანია „ფუდსერვისს“ 10 ერთეულ Farizon-ს ეტაპობრივად გადასცემს.

საოპერაციო ლიზინგის მოდელი კომპანიებს, ავტომობილებით უზრუნველყოფასთან ერთად, დამატებით შესაძლებლობებსაც სთავაზობს. მომხმარებლები იღებენ სრულ ტექნიკურ, საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურებას, GPS მონიტორინგს, დეტალურ რეპორტინგსა და 24/7 საგზაო დახმარებას, რაც ავტოპარკის ეფექტიან მართვასა და ოპერაციული პროცესების გამარტივებას უზრუნველყოფს.

--

„ფარიზონ ცენტრი თეგეტა“ (Farizon Center Tegeta) არის Farizon Auto-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც სადისტრიბუციო და ლოგისტიკის სექტორისთვის სრულად ელექტრო, მსუბუქ კომერციულ ავტომობილებს სთავაზობს ბაზარს.

Farizon Auto ქმნის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე კომერციულ ტრანსპორტს, რომელიც ორიენტირებულია ეფექტურობაზე, პრაქტიკულობასა და რეალური ლოგისტიკის საჭიროებებზე, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებს მდგრად დიზაინთან აერთიანებს.

ბრენდის მთავარი მიზანი წარმოებასა და მართვაში ინოვაციური, ეკოლოგიური მიდგომების დანერგვაა, რაც ხელს უწყობს გადასვლას უფრო სუფთა, კომერციულ ტრანსპორტზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge