png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო

  • ბიზნესი
  • 20.07.2026
  • 12:28
„Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო

„ჯილი ცენტრი თეგეტა“ ზაფხულის სეზონს ახალი, მასშტაბური კამპანიით შეხვდა, რომლის სახელწოდებაა „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ (Geely - Your Side Quest Bestie). Geely-ს საკომუნიკაციო სტრატეგია პირველივე დღიდან Gen-Z თაობაზეა მორგებული და მიზნად ისახავს, ავტომობილი ახალგაზრდების ყოველდღიური, მოულოდნელი თავგადასავლების განუყოფელ ნაწილად და საიმედო მეგზურად აქციოს.

კამპანიის ფარგლებში სპეციალური ვიზუალური ბრენდინგი შეიქმნა, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ფოტო და ვიდეოგადაღება, რომლებშიც, ინფლუენსერებთან ერთად, ახალგაზრდებისთვის საყვარელი სახეები მიიღებენ მონაწილეობას. მომხმარებელს ზაფხულის განმავლობაში არაერთი შეთავაზებაც ელის. Geely, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ტექნოლოგიურად განვითარებული ავტომობილი, იდეალური არჩევანია როგორც გამოცდილი მძღოლებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის - მათთვის, ვინც პირველ ავტომობილს ეძებს.

ანანო გოგიბერიძე, „ჯილი ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „კამპანიის იდეა Gen Z-ის საყვარელი აქტივობიდან და ტერმინიდან „Side Quest” წარმოიშვა. Side Quest - ყველა დაუგეგმავ და სპონტანურ თავგადასავალს გულისხმობს, სადაც Geely შენს საუკეთესო მეგობრად  და საზაფხულო მოგონებების ნაწილად ვაქციეთ.  Geely-ს პოზიციონირება ქართულ ბაზარზე პირველი დღიდან ახალგაზრდულია და სწორედ ასე იქცა Gen Z თაობის საყვარელ ბრენდად. ავტომობილის როგორც ყიდვა, ისე მისი მართვაც შეიძლება იყოს ძალიან სპონტანური და საინტერესო, სწორედ ასეთი ავტომობილია Geely, თავისი უსაფრთხოებისა და ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე. რაც უნდა გადაწყვიტოთ - იქნება ეს მეგობრებთან ერთად მოულოდნელად საღამოს გასეირნება თუ ქალაქგარეთ წასვლა - Geely ყველგან თქვენი საიმედო მეგზურია. ამ ავტომობილს არ სჭირდება განსაკუთრებული წინასწარი შემოწმება დაუგეგმავი Roadtrip-ის წინ. უბრალოდ, შეგიძლიათ დაქოქოთ ავტომობილი, ჩართოთ საზაფხულო ფლეილისტი და საუკეთესო სპონტანური მოგონებები შექმნათ „ჯილისთან“ ერთად".

საზაფხულო შეთავაზებები Geely-ს ავტომობილებსა და სერვისზე

ახალი კამპანიის პარალელურად, „ჯილი ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს სპეციალურ საზაფხულო პირობებს სთავაზობს როგორც ახალი მოდელების შეძენისას, ისე სერვისცენტრში მომსახურების მიღებისას.

მხოლოდ ზაფხულის განმავლობაში მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ლიზინგის სპეციალური პირობით, რომლის ფარგლებშიც Geely Atlas Cool-ის შეძენა თვეში 950 ლარიდან არის შესაძლებელი.

გარდა ამისა, სეზონურ სერვისებზე მოქმედებს 15-20%-მდე ფასდაკლება.

„ჯილი ცენტრი თეგეტა“ საქართველოში Geely-ს ერთადერთი ავტორიზებული სერვისცენტრია, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის N152-ში მდებარეობს. ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, პროფესიონალ მექანიკოსთა გუნდსა და ავტომობილზე ოფიციალურ გარანტიას, რაც ავტომობილის ფლობას კიდევ უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს ხდის.

კამპანია „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და ის ბრენდის გრძელვადიანი, სეზონური საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მომხმარებელს მომავალშიც არაერთ საინტერესო სიახლეს ჰპირდება.

ფოტოკრედიტი: ნატა ქანთარია და კრეატიული სააგენტო „ქუიქი“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში,„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge