primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

„თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა

  • ბიზნესი
  • 21.07.2026
  • 16:49
„თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა

„თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში სპეციალური ტექნიკის მწარმოებელი ბრიტანული ბრენდის JCB-ს  სააკრედიტაციო პროგრამის ტრენინგი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ახლო აღმოსავლეთის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CIS) ქვეყნებისა და ჩრდილოეთ აფრიკის 10 სხვადასხვა სადილეროს ტექნიკური პერსონალი. პროექტის მიზანი იყო ადგილობრივი და რეგიონული კადრების ლიცენზირება, რაც მათ სამომავლოდ ტექნიკური სწავლებების მშობლიურ ენაზე წარმართვის უფლებას აძლევს. სპეცტექნიკის მწარმოებლების მხრიდან გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მსგავსი მასშტაბის რეგიონული ტრენინგი საქართველოში პირველად ჩატარდა.

ზვიად ახლოური, „გაყიდვების შემდგომი მომსახურების დირექტორი“: „სპეციალური ტექნიკის წამყვანი ბრიტანული ბრენდისJCB-სმიზანი ადგილობრივი კადრების მომზადება იყო, რომლებიც მომავალში ლოკალურად შეძლებენ ტრენინგების გამართვას. გარდა აკრედიტაციისა, ამ ღონისძიების უმნიშვნელოვანესი ღირებულება გამოცდილების გაზიარებაა. სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სპეციალისტებთან ერთად შევქმენით ერთიანი საკომუნიკაციო სივრცე, სადაც მუდმივად ვცვლით ინფორმაციას სპეციფიკური ტექნიკური შემთხვევების შესახებ. გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით ეს ტრენინგი უპრეცედენტო იყო და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თეგეტა მოტორსი“ რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად იქცა“.

ოთხდღიან ინტენსიურ სწავლებას JCB-ს პროფესიონალი ტრენერი ანდრე ბოზონი ხელმძღვანელობდა. პროგრამა მოიცავდა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე პრეზენტაციისა და ინფორმაციის გადაცემის უნარების ტესტირებას. კურსისა და ფინალური გამოცდის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებმა, მათ შორის „თეგეტა მოტორსის“ ორმა წარმომადგენელმა - ალექსანდრე გიუნტერმა და დავით მეგრელიშვილმა, შესაბამისი გლობალური ლიცენზია მიიღეს, რაც მათ JCB-ს ტრენინგების დამოუკიდებლად ჩატარების უფლებას ანიჭებს. სამომავლოდ, აღნიშნული ტრენერები კონკრეტული სპეცტექნიკის მიმართულებით სპეციალიზებულ, ორკვირიან ტექნიკურ გადამზადებას დიდ ბრიტანეთში გაივლიან, რის შემდეგაც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უკვე კომპანიის მექანიკოსებს გაუზიარებენ.

„ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი წარმატება - ეს რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიული ნაბიჯია. მსოფლიო დონის ბრენდების ნდობის მოპოვება და ამ მასშტაბის ღონისძიების  გამართვა ცხადყოფს, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა და აკადემიური პოტენციალი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. უშუალოდ კომპანიისთვის კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკუთარი, ლიცენზირებული სპეციალისტების ყოლა, რომლებიც ტექნოლოგიურ სიახლეებსა და მუშაობის პრინციპებს მშობლიურ ენაზე გაუზიარებენ ჩვენს მექანიკოსებს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების სისწრაფეს, ხარისხსა და მოქნილობას, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებლის კმაყოფილებაზე აისახება“, - აღნიშნავს ზვიად ახლოური.

სააკრედიტაციო პროგრამა „თეგეტა აკადემიის“, „თეგეტა მოტორსისა“ და Tegeta Construction Equipment-ის გუნდების ჩართულობით შესრულდა. წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, უკვე იგეგმება შემდეგი მასშტაბური პროექტი. მიმდინარე წლის სექტემბერში კომპანია, JCB-სთან ერთად, PSSR-ების (კორპორაციული გაყიდვების მენეჯერისა და სერვისის მრჩევლის კომბინირებული პოზიცია) საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლებს, რომელშიც 15-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge