png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მესტიისა და სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • კულტურა
  • 04.08.2026
  • 18:25
მესტიისა და სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიის მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ყველასთვის ცნობილია უშგულის ლამარიის მონასტერთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. საზოგადოებაში გავრცელებული არასწორი და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის გამო, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია საჭიროდ მიიჩნევს განმარტების გაკეთებას.

უშგული საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული კუთხეა, რომელსაც წლის ამ პერიოდში განსაკუთრებით ბევრი მომლოცველი და ტურისტი სტუმრობს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ბოლო დღეებში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.

ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს უშგულის ლამარიის ტაძარი ადგილობრივმა მღვდელმთავარმა ჩაკეტა და მომლოცველებსა თუ ვიზიტორებს ტაძარში შესვლის შესაძლებლობა აღარ აქვთ. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

პირიქით, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის დაარსების შემდეგ, მეუფის განსაკუთრებული ძალისხმევით, გაიხსნა მანამდე მრავალი დაკეტილი ტაძარი, აღდგა რეგულარული საღვთო წირვა-ლოცვა და დაიწყო სულიერი ცხოვრების აღორძინება მთელი ეპარქიის მასშტაბით. ყველა ეს ტაძარი, მათ შორის უშგულის ლამარიაც, გახსნილია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის.

რაც შეეხება მონაზვნების მონასტრიდან წამოსვლას, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მონასტერში მივიდა დაახლოებით 12–15-კაციანი ჯგუფი და სასულიერო პირებისა და მონაზვნების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას, მუქარასა და აგრესიულ დამოკიდებულებას.

სასულიერო პირების მისამართით ითქვა, თითქოს "თქვენი მოსვლის შემდეგ სოფელში მდგომარეობა გაუარესდა და სიკვდილიანობამ იმატა", ასევე, რომ "მონაზვნები აქაურობას ბილწავენ", "ეს ყველაფერი უნდა დაინგრეს და მოიშალოს", და რომ "უშგულში შვიდი თავადი ჰყავთ მოკლული და თავზე არავის დასმას არ აპირებენ".- ეს ნიშნავს იმას რომ მონაზვნები მონასტრიდან გამოაძევეს.

ეკლესია არავის ებრძვის. ჩვენი მოწოდება ყოველთვის იყო და არის მშვიდობა, ლოცვა, სიყვარული და ადამიანების სულიერი მსახურება. თუმცა, სახარებისეული სწავლების შესაბამისად:

"რომელსა ქალაქსა ანუ სოფელსა შეხვიდეთ და არა შეგიწყნარონ თქვენ, არცა ისმინონ სიტყვანი თქვენნი, გამოსლვასა თქვენსა მიერ სახლით ანუ ქალაქით მით, მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ დაიბერტყეთ."

(მათე 10:14)

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონასტრის დატოვებისას ტაძრის გასაღები ადგილობრივებს ჩაბარდათ. შესაბამისად, ტაძარი არავისთვის არის ჩაკეტილი და არც ვინმეს ეზღუდება მასში შესვლის შესაძლებლობა. ადგილობრივი მღვდელმთავრის მხრიდან ტაძრის დაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ამასთანავე, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოფელში გაიმართა მოსახლეობის შეკრება, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ერთიანი პოზიცია ვერ ჩამოყალიბდა და გამოიკვეთა განსხვავებული მოსაზრებები.

უშგულის ლამარიის მონასტერში სამონასტრო ცხოვრება და რეგულარული საღვთო მსახურება აღდგება იმ შემთხვევაში, თუ სოფლის მოსახლეობის ნება ამის შესახებ წერილობით იქნება დაფიქსირებული და მას თან ერთვება შესაბამისი ხელმოწერები. ეს აუცილებელია, რათა ნათლად და გამჭვირვალედ დადასტურდეს მოსახლეობის საერთო პოზიცია და საკითხი გადაწყდეს მშვიდობის და ურთიერთპატივისცემის დაცვით.

ჩვენი სურვილია, შეწყდეს ყოველგვარი დაპირისპირება, გაიფანტოს მცდარი ინფორმაცია და თითოეულმა ადამიანმა სიმართლე მშვიდობიანად და მიუკერძოებლად შეაფასოს.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ყოველი კეთილი ნების ადამიანი, ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, უშგულის ლამარიის მადლით, გვიმრავლოს ყველას მშვიდობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ერთობა.

დაგლოცოთ უფალმა!"

ტეგები:
  • ლამარია
  • სვანეთი
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge