png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

  • ბიზნესი
  • 05.08.2026
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

20%-იანი ფასდაკლება Varta-ს, Exide-ისა და Energizer-ის პრემიუმ სეგმენტის აკუმულატორებზე, 10%-იანი ფასდაკლება თურქული ბრენდის Petlas-ის საბურავებზე და საბურავების სპეციალური ფასები დისკის ზომების მიხედვით - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. ამ პერიოდში საბურავების შეძენა 69 ლარიდან არის შესაძლებელი, აკუმულატორების კი - 109 ლარიდან. აქცია კამპანიის „გაიარე მეტი“ ფარგლებში მიმდინარეობს.

 

შეთავაზება ზაფხულის სეზონს უკავშირდება, როდესაც ავტომფლობელები შორ მანძილზე უფრო აქტიურად გადაადგილდებიან. იზრდება ავტომობილზე დატვირთვა და, შესაბამისად, მისი ტექნიკური მზადყოფნის მნიშვნელობაც.

კონსტანტინე ფაცაცია, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტის კატეგორიის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „აგვისტო ორი მიზეზით არის განსაკუთრებული თვე. ერთი მხრივ, ეს წლის ყველაზე ცხელი პერიოდია და აკუმულატორის რესურსი მაღალი ტემპერატურის გამო მცირდება. მეორე მხრივ კი, ეს მაღალი მობილობის თვეა - ადამიანები ბევრს მოგზაურობენ და აქტიურად გადაადგილდებიან ქალაქებს შორის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საუკეთესო შეთავაზება ზუსტად მაშინ მოვუმზადოთ მომხმარებლებს, როდესაც ეს პროდუქტები მათ ყველაზე მეტად სჭირდება.

გარდა იმისა, რომ „თეგეტა მოტორსი“ ამ პროდუქტებისა და მომსახურების მიმწოდებელია, ჩვენ ბაზრის ლიდერები ვართ და პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მომხმარებელს ავუხსნათ, რას ნიშნავს პასუხისმგებლობიანი მძღოლი. საუბარია არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვის უსაფრთხოებაზეც - გაუმართავი ავტომობილის მართვა პირდაპირ კავშირშია საგზაო შემთხვევებთან. სწორედ ამიტომ ჩვენი შეთავაზებები მხოლოდ ფასდაკლება არ არის, ეს პრევენციის კულტურის განვითარების ნაწილია“.

ფასდაკლების პარალელურად კომპანია მომხმარებელს მეორადი აკუმულატორის ჩაბარების შესაძლებლობასაც სთავაზობს - ძველი აკუმულატორი ფასდება და მისი ღირებულება ახალი პროდუქტის ფასს აკლდება. ეს პირობა მიმდინარე შეთავაზების პარალელურად მოქმედებს, ხოლო ჩაბარებული აკუმულატორი შესაბამისი წესით გადამუშავდება.

გარდა ამისა, საბურავებზე კომპანიამ კონკრეტულ ბრენდებზე დისკის თითოეული ზომისთვის ინდივიდუალური ფასი განსაზღვრა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ზუსტად თავისი ავტომობილის შესაბამისი პროდუქტი კიდევ უფრო ხელსაყრელ ფასად შეარჩიოს.

აგვისტოში მიმდინარე ყველა შეთავაზება „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით და ონლაინ მოქმედებს.

 „თეგეტა მოტორსს“ ავტოინდუსტრიაში 30-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის ფილიალებში მომხმარებელს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები ხვდებიან, რომლებიც ავტომობილის მოდელის, ექსპლუატაციის პირობებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ეხმარებიან სასურველი პროდუქტის შერჩევაში - იქნება ეს საბურავი, აკუმულატორი თუ სხვა. კამპანია „გაიარე მეტი“ კი ასახავს ხედვას - მომხმარებელს გამართული და უსაფრთხო ავტომობილით მეტი მანძილის, მეტი მოგზაურობისა და მეტი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცეს.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge