primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 სექტემბერი, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 სექტემბერი, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე

  • ბიზნესი
  • 10.08.2026
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე

ახალი ავტომობილის შეძენისას არჩევანს მხოლოდ სასურველი მოდელის დიზაინი ან მართვის გამოცდილება არ განსაზღვრავს. მძღოლებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია,  რამდენად მარტივი, კომფორტული და პროგნოზირებადი იქნება მისი ფლობა მომავალში. ამ პროცესის გასამარტივებლად კომპანია „ვოლვო ქარ საქართველომ“ ახალი პროდუქტი - Volvo 365 შექმნა, რომელიც Volvo-ს მფლობელებს მისი შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯებისგან ათავისუფლებს და საშუალებას აძლევს, ავტომობილის მართვის გამოცდილებით სრულად ისიამოვნონ.

Volvo 365-ის კონცეფცია იდეას - „360° + 5“ - ეფუძნება. 360° მომხმარებელზე სრულფასოვან ზრუნვას გამოხატავს, ხოლო 5 იმ ძირითად ბენეფიტებს აერთიანებს, რომლებსაც მომხმარებელი ავტომობილის შეძენისთანავე მიიღებს. ამასთანავე, 365 სიმბოლურად აღნიშნავს წლის ყველა დღეს, რომელთა განმავლობაშიც ახალი Volvo-ს მძღოლები განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ.

ნიკოლოზ ყოჩიაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: „Volvo 365 ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების ანალიზის საფუძველზე შევქმენით. ვხედავდით, რომ ავტომობილის შეძენისას  მნიშვნელოვანი გამოწვევა მხოლოდ მისი არჩევა არ არის - ყოველდღიურ ფლობასთან დაკავშირებული ხარჯებიც არანაკლებ გასათვალისწინებელია. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ ბაზარს პროდუქტი, რომელიც პირველი წლის განმავლობაში მომხმარებელს ათავისუფლებს ისეთ მნიშვნელოვან ხარჯებზე ფიქრისგან, როგორებიცაა რეგულარული ტექნიკური მომსახურება, სეზონური საბურავები, საწვავი და დაზღვევა.

Volvo 365 არ არის უბრალოდ სპეციალური შეთავაზება - ეს მომხმარებელზე ზრუნვის ახალი მიდგომაა. ჩვენი კონცეფცია „360° + 5“ სრულყოფილ ზრუნვას გამოხატავს: 360° ნიშნავს ყოვლისმომცველ გამოცდილებას, ხოლო 5 ბენეფიტი ამ დაპირებას პრაქტიკულ ღირებულებად აქცევს. შედეგად, მომხმარებელი პირველივე დღიდან იღებს ავტომობილის ფლობის სრულფასოვან გამოცდილებას და შეუძლია, ყურადღება მხოლოდ Volvo-ს მართვის სიამოვნებაზე გაამახვილოს“.

Volvo 365-ის ფარგლებში მომხმარებელი ავტომობილის შეძენისთანავე მიიღებს  ბენეფიტებს, რომლებიც პირველი წლის განმავლობაში ფლობას კიდევ უფრო კომფორტულსა და ფინანსურად პროგნოზირებადს გახდის. შეთავაზება მოიცავს ორ რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას - 10 000 და 20 000 კილომეტრზე, რაც ავტომობილის გამართულ მუშაობასა და შვედური ავტომწარმოებლის სტანდარტების შესაბამისად მოვლას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, მძღოლები, რომლებიც არჩევანს Volvo-ზე შეაჩერებენ,  სეზონური საბურავების კომპლექტს მიიღებენ. ეს მკაცრ მეტეოროლოგიურ პირობებში ახალი ავტომობილის მართვისას უსაფრთხოებასა და საიმედოობას ზრდის.

Volvo 365-ის ბენეფიტები ასევე მოიცავს საწვავის 1,500-ლიტრიან პაკეტს, რაც საწვავზე გაწეულ ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს და მძღოლს საშუალებას აძლევს, ახალი Volvo-ს მართვით დამატებითი საზრუნავის გარეშე ისიამოვნოს.

შეთავაზების ნაწილია „ალდაგის“ ერთწლიანი დაზღვევაც, რომელიც ავტომობილის მფლობელების გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებისგან დაცვასა და სიმშვიდეს უზრუნველყოფს.

Volvo 365-ის ბენეფიტებით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ახალ Volvo-ს შეიძენს. სპეციალური შეთავაზება შეზღუდული დროით იქნება ხელმისაწვდომი და მხოლოდ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე შეძენილ ავტომობილებზე გავრცელდება.

--

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკანორ მელია, ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა,  დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით  - მიხეილ სააკაშვილი
  • 17:50
ნიკანორ მელია, ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა,  დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით  - მიხეილ სააკაშვილი
თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს
  • 16:06
თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს
„თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
  • 14:54
„თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
შალვა პაპუაშვილი პატიმრობაში მყოფ 72 პირს „უსინდისობის პატიმრებს“ უწოდებს
  • 13:32
შალვა პაპუაშვილი პატიმრობაში მყოფ 72 პირს „უსინდისობის პატიმრებს“ უწოდებს
წასასვლელად გამზადებულმა ტანდემმა(კობახიძე-მდინარაძე) მოინდომა, ბოლომდე გაენადგურებინა ირაკლი და მოიფიქრა ბინძური გეგმა: ალექსანდრე თამაზაშვილი
  • 11:48
წასასვლელად გამზადებულმა ტანდემმა(კობახიძე-მდინარაძე) მოინდომა, ბოლომდე გაენადგურებინა ირაკლი და მოიფიქრა ბინძური გეგმა: ალექსანდრე თამაზაშვილი
სხვის კაცობაზე ლაპარაკი ადვილია, კაცურად მოქცევაა ძნელი… -  ალექსანდრე თამაზაშვილი კახა კალაძეს პასუხობს
  • 11:26
სხვის კაცობაზე ლაპარაკი ადვილია, კაცურად მოქცევაა ძნელი… -  ალექსანდრე თამაზაშვილი კახა კალაძეს პასუხობს
ეს არის მორიგი გაკვეთილი, თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს - დიტო სამხარაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
  • 11:27
ეს არის მორიგი გაკვეთილი, თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს - დიტო სამხარაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო
  • 11:24
თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge