png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

  • ბიზნესი
  • 13.08.2026
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

როდესაც ინდუსტრიული სიმკაცრე, ფუნქციურობა და არქიტექტურული ესთეტიკა ერთმანეთს ხვდება, ტრადიციული ავტოსერვისი სრულიად განსხვავებულ გამოცდილებად იქცევა. სწორედ ამ შემოქმედებითმა მიდგომამ მოუტანა საერთაშორისო აღიარება Staged Mechanics-ს. ქართულმა პროექტმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული კონკურსის, Frame Awards-ის, ყურადღება მიიპყრო და საპატიო აღნიშვნა დაიმსახურა. თეონა კოხოძისა და დიზაინ სტუდიო Material Editors-ის ერთობლივ ნამუშევარს საერთაშორისო ჟიურიმ, რომელიც წამყვანი არქიტექტორებითა და დიზაინერებით არის დაკომპლექტებული, მაღალი ქულა მიანიჭა. 

Staged Mechanics თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩის №6-ში მდებარე "თეგეტა მოტორსის" მულტიფუნქციურ სერვისცენტრში განთავსებული 255 მ2 ფართობის ტრანსფორმაციის პროექტია. საუბარია საბურავების უბანზე, რომელიც მხოლოდ ტექნიკური მომსახურების ადგილი აღარ არის, ის კონცეპტუალური სივრცეა.

თეონა კოხოძე, "თეგეტა ჰოლდინგის" კრეატიული დირექტორი: "FRAME Awards-ზე მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორებისა და გლობალური ბრენდების გვერდით „თეგეტას“ პროექტის ხილვა ადასტურებს, რომ საერთაშორისო დონის აღიარება ყოველთვის მაღალ ბიუჯეტზე არ არის დამოკიდებული. კრეატიული კონცეფცია, მკაფიო შემოქმედებითი მიმართულება და მისი თანმიმდევრული განვითარება საბოლოო შედეგზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჟიურიმ დაინახა ის ბალანსი, რომლის მიღწევასაც თავიდანვე ვცდილობდით: პრაქტიკული სამუშაო პროცესისა და საცალო პრეზენტაციის გაერთიანება, მოქნილი და გამძლე მოდულური სისტემების შექმნა და ამავდროულად სივრცისთვის ემოციური ხასიათის მინიჭება. ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ძალიან ზუსტად აღწერა და თქვა, რომ დისციპლინირებულ ყვითელ ხაზებსა და თავისუფალი ფორმის LED განათებას შორის სივრცე საკუთარ ხმას პოულობს: „მექანიკური სიმკაცრე, რომელიც ღიმილს გგვრის“ (Mechanical rigor that knows how to smile)".

პროექტის იდეა მარტივი კითხვიდან გაჩნდა: რატომ უნდა იყოს ავტოსერვისი მხოლოდ ფუნქციური სივრცე? საავტომობილო სფეროსთვის დამახასიათებელი ტექნიკური სიზუსტის პარალელურად, ავტორებმა თანაბარი ყურადღება დიზაინსა და მომხმარებლის ემოციურ გამოცდილებას დაუთმეს. მთავარი გამოწვევა ესთეტიკისა და პრაქტიკულობის გაერთიანება იყო. სივრცეს შოურუმის იერი უნდა ჰქონოდა, თუმცა ყოველდღიური ოპერაციები არ უნდა შეფერხებულიყო. შედეგად, ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა ინტერიერის მთავარ ვიზუალურ ენად იქცა. ერთგვარი ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა და საერთაშორისო აღიარებაც დაიმსახურა.

ანა გრიგოლია, Material Editors-ის თანადამფუძნებელი: "პროექტის მთავარი იდეა იყო, რომ ინდუსტრიული გარემო კი არ დაგვემალა, არამედ დიზაინის მთავარ ელემენტად გვექცია. სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ მასალები და დეტალები, რომლებიც ავტოინდუსტრიის ყოველდღიური ვიზუალური ენიდან მოდის. მეტალის კონსტრუქციები, პერფორირებული ბადეები, ავტომობილის უსაფრთხოების ღვედები, კარაბინები, ღია საინჟინრო კომუნიკაციები და ინდუსტრიული განათება. სივრცისთვის დავაპროექტეთ მერჩენდაიზისა და ავტოინდუსტრიის პროდუქციის საგამოფენო სისტემა, სადაც თითოეული ნივთი ექსპოზიციის ნაწილად იქცა. ასევე შევქმენით ინდივიდუალური ელემენტები, როგორებიცაა საბურავების საგამოფენო სტენდი, ინდუსტრიულ მილებზე აგებული სალარო და მოძრავი LED სტრიქონი, რომელიც სივრცეს დინამიკას სძენს და ვიზუალურ იდენტობას აძლიერებს. არსებული მრგვალი ვიტრაჟები კი უსასრულო სარკის ინსტალაციად გადავაქციეთ, რაც სივრცეს დამატებით სიღრმესა და კონცეპტუალურ ხასიათს აძლევს".

საავტომობილო მომსახურების სივრცე ვიზუალურად მუზეუმის ან გალერეის შთაბეჭდილებას ქმნის. მინიმალისტურ და ინდუსტრიულ ინტერიერში მეტალისა და მინის ფაქტურები ნეიტრალურ და თბილ განათებასთან არის შერწყმული. სერვისის მოლოდინის დროს მომხმარებელს საშუალება აქვს, დაათვალიეროს სხვადასხვა ბრენდის საავტომობილო პროდუქტი, აქსესუარები და „თეგეტას“ ექსკლუზიური მერჩები, რომლებიც სპეციალურად ამ კონცეფციისთვის ქართველი არტისტების ჩართულობით შეიქმნა. 

ცხადია, სრულად შენარჩუნებულია სივრცის პირველადი ფუნქცია. საბურავების უბანი ამერიკული Hunter-ის უახლესი თაობის დანადგარებით არის აღჭურვილი, რაც ტექნიკურ სიზუსტესა და მაღალი სტანდარტის სერვისს უზრუნველყოფს. 

ამასთანავე, სივრცე ორგანულად აერთიანებს პროექტს, Podcast by Tegeta, სადაც ავტოკულტურაზე, ისტორიებსა და ადამიანებზე საუბრობენ. წამოწყება შინაარსობრივად ერგება კრეატიული შოურუმის იდეას და მთავარი კონცეფციის გაგრძელებაა.

Staged Mechanics-ის მაგალითი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ფუნქციური, ყოველდღიური სივრცეების ხელახალი გააზრებითა და გაბედული არქიტექტურული ხედვით შთამბეჭდავი გარემოს შექმნაა შესაძლებელი. ეს მიდგომა ტრადიციული ავტოსერვისის ფორმატს მთლიანად ცვლის, მომხმარებელს სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge