primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა

  • ბიზნესი
  • 25.08.2026
  • 18:40
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა

„თეგეტა გრინ პლანეტი“ გარემოზე ზრუნვას აგრძელებს - ამჯერად კომპანიის წარმომადგენლებმა საბურავების ნარჩენებისგან ტაბახმელა გაწმინდეს. მასშტაბური გარემოსდაცვითი აქციის ფარგლებში, ტერიტორიიდან 20 ტონამდე, ანუ დაახლოებით 2 500-3 000 ცალი, საბურავი გაიტანეს. პრობლემა „თეგეტა გრინ პლანეტის“ გუნდმა თავად აღმოაჩინა, ინიციატივა შესაბამის უწყებებთან შეათანხმა და აქციის ლოგისტიკური მხარეც უზრუნველყო. ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: „ტაბახმელაში გამართული აქცია „თეგეტას“ გარემოსდაცვითი და კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც, რა თქმა უნდა, ერთჯერადი აქტივობა არ არის - ეს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვმუშაობთ საავტომობილო სექტორში და გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ იმაზეც, სად აღმოჩნდება პროდუქტი მას შემდეგ, რაც რესურსს ამოწურავს. ტაბახმელა სწორედ ასეთი შემთხვევა იყო, სადაც ბუნებას წლების განმავლობაში დაგროვილი ნარჩენით საფრთხე ექმნებოდა. დღეს კი ეს ტერიტორია სუფთაა.

ყოველი მსგავსი აქცია მხოლოდ გაწმენდილი ტერიტორია არ არის - ეს გზავნილია საზოგადოებისთვის. გვინდა, ადამიანებმა დაინახონ, რომ საბურავი არის რესურსი, რომელსაც სწორი მართვის შემთხვევაში ახალი სიცოცხლე და ეკონომიკური ღირებულება აქვს“.

ტაბახმელაში საბურავები დიდ ფართობზე იყო გაფანტული, რაც სამუშაოს როგორც ხანგრძლივობაზე, ისე ტექნიკის მობილიზებაზე აისახა.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „უკონტროლოდ დაყრილი საბურავები გარემოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნარჩენია - როგორც ხანძარსაშიშროების, ისე დაშლის ხანგრძლივი ვადის გამო. შესაძლოა, ისინი აალდეს და დიდი ტერიტორია დაზიანდეს. მეორე მხრივ, გახურებისას საბურავი სხვადასხვა მავნე აირს გამოყოფს, თუ მისი შენახვის წესები დაცული არ არის. ამასთანავე, ძალიან რთულია იმის კონტროლი, რაში გამოიყენებენ ამ  ნარჩენებს - შესაძლოა, ვინმემ არაკეთილსინდისიერად მართოს და, მაგალითად, უბრალოდ, დაწვას.

ამიტომ ჩვენთვის, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ნარჩენები გარემოს ავარიდოთ და შესაბამისად ვმართოთ. ტაბახმელიდან გატანილი საბურავები „თეგეტა გრინ პლანეტის“ პარტნიორ კომპანია „რექსოლთან“ გადავიდა, „თეგეტა ჰოლდინგთან" დაკავშირებულ საბურავების გადამმუშავებელ საწარმოსთან, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს. „რექსოლს“ საბურავების დასაწყობების ნებართვა აქვს და ნარჩენს შესაბამის პირობებში, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ინახავს. მომდევნო ეტაპზე კი, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, ნარჩენი უკვე საქართველოშივე გადამუშავდება. შედეგად, მივიღებთ ფხვნილს, რომელსაც მინარევის სახით მოდიფიცირებულ ასფალტში ურევენ. ამ ტერმინს „რეზინით მოდიფიცირებული ასფალტი“ ჰქვია და ევროპულ ქვეყნებში საგზაო მშენებლობაში აქტიურად გამოიყენება“.

„თეგეტა გრინ პლანეტი“ მსგავს გარემოსდაცვით აქციებს რეგულარულად მართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მასშტაბური სამუშაოები უკვე შესრულდა თბილისის შემოვლით გზაზე, ასევე ბაკურიანსა და გიორგიწმინდაში. ჯამში, კომპანიამ გარემოს უკვე 120 ტონამდე მეორადი საბურავი აარიდა.

„თეგეტა გრინ პლანეტი“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციაა და ავტორიზებულია სამი მიმართულებით - აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ნარჩენების მართვის. კომპანია საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვაზე მუშაობს. მგვ ევროპულ პრაქტიკაში დამკვიდრებული პრინციპია, რომელიც საქართველოში ევროინტეგრაციის გზაზე აღებული ვალდებულების ფარგლებში შეიქმნა. ეს არის მიდგომა, რომელიც მწარმოებელს ავალდებულებს, საკუთარი ნარჩენი თავადვე მართოს. „თეგეტა გრინ პლანეტი“ მსგავსი ტიპის აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავს.

--

გარემოს დაცვა „თეგეტას“ CSR-ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება. „თეგეტა“ აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, ყოველწლიურად გროვდება მილიონობით კილოგრამი საავტომობილო ნარჩენი - მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება.

„თეგეტა“ აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, 2021 წლიდან შიდა ბიზნესპროცესებს - სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს - ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. დამატებით, „თეგეტა მოტორსი“ მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობაზე გარემოსდაცვით პროექტებში. მათ შორისაა კამპანია „არ გადაყარო, ჩააბარე“ და მომხმარებლების მხრიდან ასობით სპეციფიკური ნარჩენის ჩაბარება, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის ათეულობით მწვანე ყუთი „თეგეტას“ სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.

ტეგები:
  • თეგეტა
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე  - ირმა ინაშვილი
  • 19:09
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე - ირმა ინაშვილი
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:07
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
  • 18:40
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge