png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერას აგრძელებს

  • საზოგადოება
  • 26.08.2026
  • 19:02
თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერას აგრძელებს

ხშირად დიდი ამბები ერთი პატარა საქმით იწყება. ზაქარია დოლიძის ისტორიასაც სწორედ ასეთი დასაწყისი აქვს - 8 წლის წინ მიუსაფარი ძაღლებისთვის ძველი კარადისგან პატარა ქოხი თავისი ხელით ააწყო. დღეს კი სოციალური ინიციატივის „ზაქარას კეთილი მანქანა“ ავტორი ცხოველებზე ზრუნვას, „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით აგრძელებს.

ამჯერად, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მიუსაფარ ძაღლებზე ქუთაისში იზრუნეს - „თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ფილიალის ტერიტორიაზე ცხოველებისთვის სახლები დაიდგა.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფზე ზრუნვასა და მათ გაძლიერებას ითვალისწინებს. ოთხფეხა მეგობრები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, ასევე ჩვენი საზოგადოებისა და გარემოს ნაწილია. ზაქარიას საქმიანობა ჩვენთვის ახალი არ არის - „თეგეტამ“ ის ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როდესაც ჩვენი ზრუნვის პლატფორმის, Tegeta Care-ის პარტნიორი გახდა. სისტემური თანამშრომლობა დაახლოებით სამი წლის წინ დავიწყეთ, როცა მას უფრო დიდი ავტომობილი დასჭირდა, რათა მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად ისეთ ადგილებამდეც მიეღწია, სადაც მისი ძველი მანქანით მისვლა შეუძლებელი იყო. ზაქარიას ფინანსურად დავუჭირეთ მხარი, თუმცა მარტო ჩვენ არ ვყოფილვართ - ძალიან ბევრი ადამიანი იდგა მის გვერდით. ამასთანავე, ავტომობილის ტექნიკური გამართვა და შემდგომი სერვისიც ავიღეთ საკუთარ თავზე. გვინდა, ზაქარიამ იცოდეს, რომ ამ გზაზე მარტო არ არის.

ამჯერად ქუთაისში ჩავიტანეთ სახლები ერთად. ქალაქი შემთხვევით არ შეგვირჩევია -  ვიცოდით, რომ „თეგეტა მოტორსის" ქუთაისის ფილიალის ტერიტორიაზე მიუსაფარ ცხოველებზე ჩვენი თანამშრომლები დიდი ხანია საკუთარი კეთილი ნებით ზრუნავენ. ახლა კი ცხოველები დაბინავებულები არიან და მოვლაც გაცილებით ორგანიზებულია. ვფიქრობთ, ბიზნესს აქვს რესურსი, ერთი ადამიანის კეთილი ნება ხელშესახებ და მდგრად შედეგად აქციოს. ვიმედოვნებთ, რომ ამ გზაზე სხვებიც შემოგვიერთდებიან“.

ზაქარია დოლიძე მიუსაფარ ცხოველებზე 2018 წლიდან ზრუნავს. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მისი ძაღლი ვალიკო ავად გახდა. ლეკვის გადარჩენის ძიებაში ზაქარია სოციალურ ქსელში არსებულ ერთ-ერთ ჯგუფში გაწევრიანდა და სწორედ იქ დაინახა, რამდენად მასშტაბური იყო მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. ასე გადაწყვიტა, კეთილი საქმის კეთება დაეწყო. მას შემდეგ, რაც 3 000-ზე მეტი სახლი საკუთარი ხელებით ააშენა, თვლა შეწყვიტა და საქმე ისე გააგრძელა. მოგვიანებით ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობაც დაიწყო - ახალგაზრდებთან შეხვედრები, საგანმანათლებლო საღამოები და ცნობიერების ასამაღლებელი საუბრები. მისი საქმეების კვალი კარგა ხანია სახლების მიღმაც ჩანს. ზაქარიას ეკუთვნის ინოვაციური ეტლის იდეა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ცხოველებისთვის გამოიყენება და რომელმაც ასობით ცხოველს ფაქტობრივად ახალი სიცოცხლე აჩუქა.

ზაქარია დოლიძე, „ზაქარას კეთილი მანქანის“ შემქმნელი: „რვა წლის წინ ალბათ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს იდეა ამხელა განვითარებას იპოვიდა და ერთ დღეს სიკეთით დამუხტული მანქანით მთელ საქართველოს შემოვივლიდი. დღეს ჩემი ყოველდღიურობა ამ გზაზე გადის - სადაც გავიგებ, რომ საჭმლის, წამლების ან სახლის საჭიროებაა, მეც იქ მივდივარ. ამ გზაზე „თეგეტაც" გამოჩნდა. დამეხმარნენ, რომ უკეთესი ავტომობილი მეყიდა და ახლა ზრუნავენ, ყოველთვის მზად ვიყო შემდეგი კეთილი თავგადასავლისთვის.

ხშირად ვხვდები ახალგაზრდებს და ყოველთვის ერთ კითხვას ვუსვამ: როგორც, მაგალითად, რომელიმე შენი საყვარელი ნივთი, ეს ქვეყანა შენია? შენს კუთვნილებად მიიჩნევ? როცა მეუბნებიან: „კი“, შემდეგ ვამბობ: თუ შენია, მაშინ შენი მოსავლელიცაა, შენი პასუხისმგებლობაა და არა სხვისი. როცა შენ თვითონ არ აფასებ, სხვაც არ დააფასებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ზოგჯერ პატარა, მაგრამ სტაბილური ნაბიჯები გადავდგათ წინ, გავერთიანდეთ და საკუთარი წვლილიც შევიტანოთ ასეთ საქმეებში“.

ზაქარია ფიქრობს, რომ ამ რვა წლის განმავლობაში საზოგადოების დამოკიდებულება შესამჩნევად შეიცვალა - ადამიანები ინიციატივას იჩენენ და თავადაც ხდებიან მზრუნველები. მისი მთავარი ამოცანაც სწორედ ეს არის - სიკეთის მუხტი დამკვიდრდეს და ზრუნვა დღის წესრიგად იქცეს.

„ზაქარას კეთილი მანქანის“ მხარდაჭერა Tegeta Care-ის პლატფორმის მეშვეობითაა შესაძლებელი. ეს „თეგეტას“ დონაციის პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულების ორგანიზაციებს, პროექტებსა თუ სოციალურ საწარმოებს აერთიანებს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია აირჩიოს კონკრეტული ინიციატივა და პირდაპირ დაუჭიროს მხარი, დონაცია კი მთლიანად იმ კონკრეტულ პროექტს მიემართება.

სწორედ მსგავსი ჩართულობით შეძლებს ზაქარია, რომ მისი მანქანა არ გაჩერდეს და წინ იაროს კიდევ უფრო მეტი კეთილი საქმისთვის. როგორც თავად ამბობს, ერთი რამ სულ ახსოვს - მანქანა თავისით ვერაფერს აკეთებს, მას ძალას ადამიანები აძლევენ.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

ტეგები:
  • თეგეტა
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge