png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ასე უცაბედად, შემოვიდა იქაური პერსონალი და დაიძახეს "სვეშამი" და უცბად, შოკში ჩავვარდით ყველანი - დავით ხომერიკი

  • კომენტარები
  • 28.08.2026
  • 12:32
ასე უცაბედად, შემოვიდა იქაური პერსონალი და დაიძახეს "სვეშამი" და უცბად, შოკში ჩავვარდით ყველანი - დავით ხომერიკი

ასე უცაბედად, შემოვიდა იქაური პერსონალი და დაიძახეს "სვეშამი" და უცბად, შოკში ჩავვარდით ყველანი, - ამის შესახებ აქციების დროს დაკავებულმა დავით ხომერიკმა, საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ "ტვ პირველთან" გაკეთებულ პირველ კომენტარში განაცხადა.

მისი თქმით, გარეთ გამოსულს ფული არ ჰქონდა და ტაქსისტმა სახლამდე უფასოდ მიიყვანა. 

ასე უცაბედად, შემოვიდა მეთაური პერსონალი და "სვეშამიო" და უცებ შოკში ჩავვარდით ყველანი, ჩემი ჩათვლით და რავი, არ გვჯეროდა... დაახლოებით 9-ის ნახევარი იყო. გულის სიღრმეში ყველას აქვს მოლოდინი, რომ უფრო ნაადრევად დატოვებენ იქაორობას და მალე ჩაეხუტებიან ოჯახის წევრებს.

ანდრო ჭიჭინაძე იყო ჩვენთან ერთად, ირაკლი მიმინოშვილი - ჩვენი ღიმილა ბიჭი. გიორგი მჭედლიშვილს საერთოდ არ იცნობთ...

15 წუთი დასჭირდა ამ ყველაფერს. მერე მაცქარებდნენ, მეთქი- ორი წუთი კიდევ დავრჩები, რომ დავმშვიდობებოდი ბიჭებს და მერე უკვე ადმინისტრაციის შენობაში გადავედით, იქ ხელი მოგვაწერინეს რაღაც საბუთებზე და შემდეგ უკვე გაგვიყვანეს გარეთ, ჭიშკარს გავცდით, შლაგბაუმს გავცდით და ეგ იყო...

უბანში მივედი ტაქსით, ფული არ მქონდა და ტაქსის მძღოლმა უფასოდ წამიყვანა, რომ მივედით ჩემს ძმას გავძახე ქვევიდან "ზუკა!"-მეთქი და ერთი ამბავი ატეხა ზევიდან, რომელი ხარო და მთელი უბანი შეძრა. მამამ ვერ გაიგო, წირვაზე იყო", - თქვა ადვით ხომერიკმა. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 226 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი, ასევე, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დავით ხომერიკი, სიმონ მახარაძე, საბა ჯიქია, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე და დენის კულანინი.

ტეგები:
  • დავით ხომერიკი
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge