png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

წასასვლელად გამზადებულმა ტანდემმა(კობახიძე-მდინარაძე) მოინდომა, ბოლომდე გაენადგურებინა ირაკლი და მოიფიქრა ბინძური გეგმა: ალექსანდრე თამაზაშვილი

  • კომენტარები
  • 03.09.2026
  • 11:48
წასასვლელად გამზადებულმა ტანდემმა(კობახიძე-მდინარაძე) მოინდომა, ბოლომდე გაენადგურებინა ირაკლი და მოიფიქრა ბინძური გეგმა: ალექსანდრე თამაზაშვილი

"ბევრს აინტერესებს და მეკითხებიან : მჯერა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ „ირაკლის განადგურების პროცესს“ ?

მგონია, რომ მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა.

თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ბინძური ჭორითა და „ვარაუდებით“ მოახერხეს მისი დარწმუნება პროცესის „აუცილებლობაში“.

ვიცი, რომ საზოგადოებისთვის გაუგებარია, რატომ აკეთებს ირაკლი აქცენტს კობახიძე-მდინარაძეზე და არა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე.

არ ვიცი, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ირაკლი, მაგრამ მე ჩემს აზრს გეტყვით - იმას, რაც ვიცი და რაც ჩემი თვალით მინახავს.

17 ოქტომბერს, როცა ჩვენს სახლებში ჰოლივუდური სცენარით შემოვარდნა მოხდა - შეიარაღებული სპეცრაზმელები, 30-50 ადამიანი თითოეულ სახლში - ყველაფერი ისე „შეასრულეს“, რომ ჩვენი მხრიდან აგრესია გამოეწვიათ და საჯაროდ დაგვეფიქსირებინა გულისტკივილი. ლეგიტიმური იქნებოდა დაგვეცვა ჩვენი უფლებები, ნებისმიერი კანონიერი საშუალებით.

ირაკლის ვუთხარი, რომ ბრძოლაა საჭირო… როცა შენთვის ძვირფასი ადამიანები „გწირავენ“, საკუთარი თავის დაცვა ლეგიტიმურია და შესაბამისად,

მოვუწოდე თავი დაგვეცვა …

რაზეც მკაცრად გამაჩერა და მითხრა:

“ მე არ წავალ იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისაც ამდენი სიკეთე აქვს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გაკეთებული. “

და დაამატა, რომ თუ ბიძოს მისი დაჭერა-განეიტრალება რაიმეში გამოადგებოდა და ამას აუცილებლობად მიიჩნევდა, მზად იყო, საკუთარი თავისუფლება შეეწირა.

მითხრა: დღეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ამ მძიმე გლობალური ომებიდან სამშვიდობოზე გაყვანა მხოლოდ ბიძოს შეუძლია და მე, ჩემს პირად უსამართლობაზე ხმის ამოღებით, ამ პროცესს ხელს შევუშლიო.

ვერაფერი ვუპასუხე. მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა, ჩემი მხრიდან რაიმე დამემატებინა.

ირაკლი დარწმუნებული იყო, რომ კობახიძე-მდინარაძის „კინტაური“ დიდხანს არ გაგრძელდებოდა და მათ მიერ ტყუილებით მოპოვებული გავლენები და თანამდებობები საპნის ბუშტებივით გასკდებოდა.

ესეც ხდება.

თუმცა წასასვლელად გამზადებულმა ტანდემმა მოინდომა, ბოლომდე გაენადგურებინა ირაკლი და მოიფიქრა ბინძური გეგმა: ბატონი ბიძინას სახელით შეუთვალეს ის, რაც წერილში ვიხილეთ - სრული განადგურება არა მხოლოდ ირაკლის, არამედ მთლიანად ოჯახის, განსაკუთრებით კი შვილების.

წარმოიდგინეთ, როგორ უნდა განვითარებულიყო მათი მომავალი, როცა მამა საკუთარი ნებით აღიარებდა არარსებულ დანაშაულებს და საკუთარ შვილებს აღიარებული კორუფციონერის შვილებად აქცევდა.

ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ საკუთარი თავის გაწირვა.

წერილის გამოგზავნიდან - ივლისის დასაწყისიდან მოყოლებული , უამრავი მცდელობა გვქონდა, რომ სიმართლე გაგვერკვია და ეს ყველაფერი თავიდან აგვერიდებინა.

თუმცა ვერ შევძელით…"

ტეგები:
  • ალექსანდრე თამაზაშვილი
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge