png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ნიკანორ მელია, ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა,  დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით  - მიხეილ სააკაშვილი

  • კომენტარები
  • 04.09.2026
  • 17:50
ნიკანორ მელია, ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა,  დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით  - მიხეილ სააკაშვილი

"მინდა ვაღიარო, რომ როგორც ამ ციხის მაყურებელი უკვე 5 წელია, დიახ ქართველებო უკვე 5 წელია უდრტვინველად იტანთ ჩემს აქ ყოფნას 🙂 ისე აირია ყველაფერი ვეღარ ვიცნობ აქაურობას.

"პრემიერ-მინისტრი", იგივე "საფრანგეთის აგენტი", ტრიტრი ანტუან ღარიბაშვილი ივანიშვილის ეხვეწება საკნიდან, არ მომკლაო. მასთან ოჯახის წევრებს არ უშვებენ. საშინლად ნანობს რომ ლონდა თოლორაიას სამსახური გააუქმა თავის დროზე (ჩემს გამო) და ოცნებობს რომ სახალხო დამცველი ისევ ნინო ლომჯარია იყოს და არა მისი ხელდასმული იოსელიანი.

ლილუაშვილი, რომელიც ასევე შეშინებულია ვინაიდან ზუსტად იცის თუ როგორ ხდება ციხის ამ კორპუსში, საკვებში მძიმე მეტალების საწამლავის შერევა.

ყოფილი მინისტრი, "მაფიის მამხილებელ-ჩამშვები" ბურჭულაძე, რომელიც ციხის თანამშრომლებთან ხმამაღლა მაქებს, იძახის რომ მე ვარ "გენიოსი" და საქართველოს უკეთესი მმართველი არ ჰყოლია და ყველანაირად მითვლის მოკითხვებს, რომ თავის ნაცვლად კომპიუტერი მაქვს. თავს იწონებს რომ მარტო მე და მიშა ვართ პარაშუტით გადმომხტარი მინისტრებად მუშაობის დროსო.

და ბოლოს ნიკანორ მელია, დიახ ის მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით საკნიდან (ზუსტად ისე გლდანში კრიმინალები რომ მაგინებდნენ ), ვინაიდან გინების გარდა სხვა ბგერებს არ გამოსცემს, ვერ გეტყვით ზუსტად რა უნდა. რაზეც  აქაური ბადრაგებიც დაუფარავად ბრაზდებიან და სხვადასხვა არასასიამოვნო ტერმინებით მოიხსენიებენ.

და ბოლოს მე, რომელმაც საკუთარ თავს პოლიტინფორმატორის ფუნქცია გამოვუნახე და ყოველ მეორე საღამოს ეზოში შეკრებილ ბადრაგებს და მეზობელი კორპუსის პატიმრებს საკნის სარკმლიდან სკამზე ამძვრალი ლექციას ვუკითხავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და ისინიც დიდი ყურადღებით მისმენენ.

დაამატეთ ამას ყოველი საღამოს, რატომღაც ზუსტად 6 საათზე, ყვავების შეკრება და ისტერიული ჩხავილი, როცა ნამდვილი ბულბული პაატა ბურჭულაძე გაჩუმებული ჰყავთ გისოსებს მიღმა, ხოდა ზუსტად „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (flying over the cuckoo's nest) სიტუაციაა და რა გასაკვირია, რომ თუ ადრე ფსიქიატრი ათასში ერთხელ თუ შემოივლიდა ხოლმე. ახლა პრაქტიკულად მორიგეობს ამ კორპუსში. მაგრამ გამოწერილი "აბი გლუკოზები" მე მგონი ვეღარავის შველის 😛

ამასობაში მგონი წყალსადენიც გაიფიცა და ციხეში მე-3 დღეა წყალი არ მოდის..." | წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. "მინდა ვაღიარო, რომ როგორც ამ ციხის მაყურებელი უკვე 5 წელია, დიახ ქართველებო უკვე 5 წელია უდრტვინველად იტანთ ჩემს აქ ყოფნას 🙂 ისე აირია ყველაფერი ვეღარ ვიცნობ აქაურობას.

"პრემიერ-მინისტრი", იგივე "საფრანგეთის აგენტი", ტრიტრი ანტუან ღარიბაშვილი ივანიშვილის ეხვეწება საკნიდან, არ მომკლაო. მასთან ოჯახის წევრებს არ უშვებენ. საშინლად ნანობს რომ ლონდა თოლორაიას სამსახური გააუქმა თავის დროზე (ჩემს გამო) და ოცნებობს რომ სახალხო დამცველი ისევ ნინო ლომჯარია იყოს და არა მისი ხელდასმული იოსელიანი.

ლილუაშვილი, რომელიც ასევე შეშინებულია ვინაიდან ზუსტად იცის თუ როგორ ხდება ციხის ამ კორპუსში, საკვებში მძიმე მეტალების საწამლავის შერევა.

ყოფილი მინისტრი, "მაფიის მამხილებელ-ჩამშვები" ბურჭულაძე, რომელიც ციხის თანამშრომლებთან ხმამაღლა მაქებს, იძახის რომ მე ვარ "გენიოსი" და საქართველოს უკეთესი მმართველი არ ჰყოლია და ყველანაირად მითვლის მოკითხვებს, რომ თავის ნაცვლად კომპიუტერი მაქვს. თავს იწონებს რომ მარტო მე და მიშა ვართ პარაშუტით გადმომხტარი მინისტრებად მუშაობის დროსო.

და ბოლოს ნიკანორ მელია, დიახ ის მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით საკნიდან (ზუსტად ისე გლდანში კრიმინალები რომ მაგინებდნენ ), ვინაიდან გინების გარდა სხვა ბგერებს არ გამოსცემს, ვერ გეტყვით ზუსტად რა უნდა. რაზეც  აქაური ბადრაგებიც დაუფარავად ბრაზდებიან და სხვადასხვა არასასიამოვნო ტერმინებით მოიხსენიებენ.

და ბოლოს მე, რომელმაც საკუთარ თავს პოლიტინფორმატორის ფუნქცია გამოვუნახე და ყოველ მეორე საღამოს ეზოში შეკრებილ ბადრაგებს და მეზობელი კორპუსის პატიმრებს საკნის სარკმლიდან სკამზე ამძვრალი ლექციას ვუკითხავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და ისინიც დიდი ყურადღებით მისმენენ.

დაამატეთ ამას ყოველი საღამოს, რატომღაც ზუსტად 6 საათზე, ყვავების შეკრება და ისტერიული ჩხავილი, როცა ნამდვილი ბულბული პაატა ბურჭულაძე გაჩუმებული ჰყავთ გისოსებს მიღმა, ხოდა ზუსტად „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (flying over the cuckoo's nest) სიტუაციაა და რა გასაკვირია, რომ თუ ადრე ფსიქიატრი ათასში ერთხელ თუ შემოივლიდა ხოლმე. ახლა პრაქტიკულად მორიგეობს ამ კორპუსში. მაგრამ გამოწერილი "აბი გლუკოზები" მე მგონი ვეღარავის შველის 😛

ამასობაში მგონი წყალსადენიც გაიფიცა და ციხეში მე-3 დღეა წყალი არ მოდის..." | წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ტეგები:
  • მიხეილ სააკაშვილი
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43

ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50

„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47

ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23

ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36

ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge