png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა

  • ბიზნესი
  • 18.09.2026
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა

„თეგეტა მოტორსმა“ და „თეგეტა გრინ პლანეტმა“ საავტომობილო ნარჩენების შეგროვების მასშტაბური აქცია ამჯერად ზუგდიდში გამართეს. კამპანიის „არ გადაყარო, ჩააბარე“ ფარგლებში, მოსახლეობამ და ადგილობრივმა ბიზნესმა მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთი ჩააბარა. სანაცვლოდ კი მონაწილეებმა სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. ღონისძიება ზუგდიდის ერთ-ერთ ინდუსტრიულ ზონაში მოეწყო, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც სამომავლოდ „თეგეტა მოტორსის“ მულტიფუნქციური სერვისცენტრი გაიხსნება.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „ზუგდიდი შემთხვევით არ აგვირჩევია - ეს სამეგრელოს რეგიონული ცენტრია, სადაც კომპანიების ძირითადი ნაწილია თავმოყრილი. გვინდოდა, რეგიონულ დონეზე როგორც ბიზნესს, ისე მუნიციპალიტეტსა და საჯარო დაწესებულებებს სრული ინფორმაცია ჰქონოდათ იმაზე, თუ რა არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება და როგორ უნდა მართონ სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენები. მეორადი ზეთი და აკუმულატორი ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებისთვის განსაკუთრებით სახიფათო ნარჩენებია - მათი არასწორი მართვა პირდაპირ იწვევს მავნე ნივთიერებების გარემოში მოხვედრას, საბურავის უკანონო დაწვა კი თანაბრად საზიანოა როგორც ადამიანისთვის, ისე გარემოსთვის. კანონის მოთხოვნების შესრულების გარდა, გარემოს დაცვა ყველა ჩვენგანის მორალური პასუხისმგებლობაცაა“.

აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისა და ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

კამპანიამ „არ გადაყარო, ჩააბარე“  მასშტაბური სახე მიიღო, დღემდე უკვე ხუთი ეტაპი გაიმართა - ორჯერ თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმსა და ახლა უკვე ზუგდიდში. ჯამში, კამპანიაში 200-მდე მოქალაქე ჩაერთო, შეგროვდა 2 000-მდე საბურავი, 300 კილოგრამი აკუმულატორი და 520 ლიტრი მეორადი ზეთი. შეგროვებული ნარჩენები შემდგომი გადამუშავებისთვის იგზავნება: მეორადი ზეთი - ექსპორტზე, აკუმულატორები - აკუმულატორების გადამმუშავებელ ქარხანაში, საბურავები კი - საბურავების გადამმუშავებელ ქარხანა „რექსოლში“.

მარიამ ჯაფარიძე. „თეგეტა ჰოლდინგის“ CRS კოორდინატორი: „გარემოზე ზრუნვა და ნარჩენების მართვა ჩვენი ბიზნესპროცესების განუყოფელი ნაწილია და კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. „არ გადაყარო, ჩააბარე" სწორედ ამ გრძელვადიანი ხედვის ნაწილია - კამპანია მოქალაქეებსა და ჩვენს მომხმარებლებს მოუწოდებს, ჩვენთან ერთად, გახდნენ გარემოზე ზრუნვის ინიციატორები. შედეგს ციფრებშიც ვხედავთ და დამოკიდებულებაშიც: მოქალაქეები უკვე თავად გვატყობინებენ, სად არის ბუნებაში უკანონოდ დაყრილი საბურავები, ჩვენ კი საკუთარი რესურსით მივდივართ და ვაგროვებთ მათ. ეს ყველაზე მკაფიო ნიშანია იმისა, რომ ცნობიერება იზრდება“.

ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები „თეგეტა გრინ პლანეტის“, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის, საქმიანობის განუყოფელი ნაწილია - ამ მიმართულებით სხვადასხვა ჯგუფთან ყოველთვიურად იმართება შეხვედრები.

„არ გადაყარო, ჩააბარე“ „თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ ერთობლივი გარემოსდაცვითი ინიციატივაა, რომლის მიზანია მეორადი საავტომობილო ნარჩენების სწორად მართვისა და გადამუშავების ხელშეწყობა. ინიციატივა ემსახურება გარემოს დაბინძურების შემცირებასა და ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარებას. საავტომობილო ნარჩენების ჩაბარება მხოლოდ ერთჯერადი აქტივობებით არ შემოიფარგლება - მეორადი საბურავის, აკუმულატორისა და ზეთის ჩაბარება მთელი საქართველოს მასშტაბით მუდმივად შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებსა და „თეგეტა გრინ პლანეტის“ შეგროვების პუნქტებში.

გარემოს დაცვა თეგეტა მოტორსის CSR-ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება. თეგეტა აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. თეგეტა გრინ პლანეტთან ერთად, ყოველწლიურად გროვდება ათასობით ტონა საავტომობილო ნარჩენი — მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება. თეგეტა აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, 2021 წლიდან შიდა ბიზნესპროცესებს — სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. დამატებით, თეგეტა მოტორსი მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობაზე გარემოსდაცვით პროექტებში. მათ შორისაა კამპანია — არ გადაყარო, ჩააბარე და მომხმარებლების მიერ ასობით სპეციფიკური ნარჩენის ჩაბარება, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის ათეულობით მწვანე ყუთი თეგეტას სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.

ტეგები:
  • თეგეტა
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge