png.ge
png.ge
png.ge
16+
25 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ურეაქციოდ არ დავტოვებთ - მეუფე ანტონი ირანის ელჩის განცხადებაზე

  • კომენტარები
  • 29.09.2026
  • 15:24
ურეაქციოდ არ დავტოვებთ - მეუფე ანტონი ირანის ელჩის  განცხადებაზე

მეუფე ანტონი ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადებას, ქეთევან წამებულის შესახებ, ტელეკომპანია „პირველთან“ ეხმიანება და ამბობს რომ საკითხი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

“მე ერთი ვიცი, რომ მაგას ურეაქციოდ არ დავტოვებთ. შეიძლება რაღაც პროვოკაციაა, შეიძლება უნდათ, რომ გაამწვავონ სიტუაცია. თუ დაინახავს საპატრიარქო, რომ არის აუცილებელი რექცია, ასპროცენტიანი გააკეთებს, - ამბობს მეუფე ანტონი.

საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი ქეთევან წამებულის შესახებ მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას აანონსებს.

„ამ საღამოს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა.
ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.
მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.
წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.
შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს", - წერს ირანის ელჩი.

ქეთევან დედოფალი 1624 წელს, ირანის ქალაქ შირაზში, შაჰ-აბას I-ის ბრძანებით წამებით მოკლეს. მისი სიკვდილით დასჯას შირაზში მყოფი კათოლიკე მისიონერები შეესწრნენ, რომლებმაც მოგვიანებით დედოფლის ნეშტის ნაწილები გადაარჩინეს. წმინდა ნაწილების ნაწილი საქართველოში, ნაწილი ინდოეთსა და ევროპაში აღმოჩნდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქეთევან დედოფალს წმინდანად მიიჩნევს. 

ტეგები:
  • მეუფე ანტონი
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 09:58
1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday დაიწყო
  • 12:29
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday დაიწყო
ირაკლი კობახიძე: კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს დააზარალებს
  • 12:25
ირაკლი კობახიძე: კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს დააზარალებს
სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ
  • 12:20
სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
  • 16:15
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
  • 14:36
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
  • 13:58
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
დრო მოდის ყოველთვის, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს. ისე, როგორც წინა ხელისუფლება იყო და შეიცვალა - მეუფე საბა
  • 13:49
დრო მოდის ყოველთვის, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს. ისე, როგორც წინა ხელისუფლება იყო და შეიცვალა - მეუფე საბა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge