png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
30 სექტემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
30 სექტემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მცდელობა იმისა, რომ შეცვალო ისტორია და რაღაც სხვა სარჩული მოუძებნო, მიუღებელია - გიორგი ზვიადაძე ირანის ელჩის  განცხადებაზე

  • კომენტარები
  • 29.09.2026
  • 15:26
მცდელობა იმისა, რომ შეცვალო ისტორია და რაღაც სხვა სარჩული მოუძებნო, მიუღებელია - გიორგი ზვიადაძე ირანის ელჩის  განცხადებაზე

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ტელეკომპანია „პირველთან“ ირანის ელჩის განცხადებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქეთევან დედოფლის წამების შესახებ საქართველოს ეკლესიას ერთმნიშვნელოვანი პოზიცია აქვს. მისი შეფასებით, ისტორიის შეცვლის ან მისთვის სხვა საფუძვლის მოძებნის მცდელობა მიუღებელია და ირანის ელჩის განცხადებას საპატრიარქოს მხრიდან შეფასება უნდა მოჰყვეს. 

ქეთევან დედოფალი არის მნათობი საქართველოს ეკლესიის, დიდმოწამე და ბუნებრივია, რომ ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ამასთან დაკავშირებით, რომ ის აწამეს, რა თქმა უნდა. მცდელობა იმისა, რომ შეცვალო ისტორია და რაღაც სხვა სარჩული მოუძებნო და სხვა საფუძველი მოუძებნო, არის აბსოლუტურად მიუღებელი. თქვენ გაინტერესებთ განცხადება გაკეთდება თუ არა საპატრიარქოს მხრიდან და შეფასება იქნება თუ არა და ეს ძალიან ლეგიტიმური კითხვაა. რა თქმა უნდა, შეფასება უნდა გაკეთდეს, - ამბობს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. 

საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი ქეთევან წამებულის შესახებ მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას აანონსებს.

„ამ საღამოს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა.
ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.
მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.
წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.
შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს", - წერს ირანის ელჩი.

ქეთევან დედოფალი 1624 წელს ირანში, შაჰ-აბას I-ის ბრძანებით წამებით მოკლეს. ირანის ელჩის განცხადებით კი, მის მიერ მომზადებული შეფასება მომავალში დამატებითი წყაროებისა და ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე „კრიტიკულად უნდა გადაიხედოს ან შესწორდეს“.

ქეთევან დედოფალი 1624 წელს, ირანის ქალაქ შირაზში, შაჰ-აბას I-ის ბრძანებით წამებით მოკლეს. მისი სიკვდილით დასჯას შირაზში მყოფი კათოლიკე მისიონერები შეესწრნენ, რომლებმაც მოგვიანებით დედოფლის ნეშტის ნაწილები გადაარჩინეს. წმინდა ნაწილების ნაწილი საქართველოში, ნაწილი ინდოეთსა და ევროპაში აღმოჩნდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქეთევან დედოფალს წმინდანად მიიჩნევს. 

 

ტეგები:
  • გიორგი ზვიადაძე
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მეუფე ზენონი ირანის ელჩის პასუხად საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • 19:02
მეუფე ზენონი ირანის ელჩის პასუხად საგანგებო განცხადებას ავრცელებს
თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს - ნიკოლოზ სამხარაძე ირანის ელჩზე
  • 15:31
თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს - ნიკოლოზ სამხარაძე ირანის ელჩზე
მცდელობა იმისა, რომ შეცვალო ისტორია და რაღაც სხვა სარჩული მოუძებნო, მიუღებელია - გიორგი ზვიადაძე ირანის ელჩის  განცხადებაზე
  • 15:26
მცდელობა იმისა, რომ შეცვალო ისტორია და რაღაც სხვა სარჩული მოუძებნო, მიუღებელია - გიორგი ზვიადაძე ირანის ელჩის  განცხადებაზე
ურეაქციოდ არ დავტოვებთ - მეუფე ანტონი ირანის ელჩის  განცხადებაზე
  • 15:24
ურეაქციოდ არ დავტოვებთ - მეუფე ანტონი ირანის ელჩის განცხადებაზე
„გაიარე მეტი“ ანტარქტიდაზე - „თეგეტას“ მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია „ცისკარი“ სტარტისთვის ემზადება
  • 15:08
„გაიარე მეტი“ ანტარქტიდაზე - „თეგეტას“ მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია „ცისკარი“ სტარტისთვის ემზადება
თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ! - აქციებზე დაკავებული  არჩილ მუსელიანცი თანამებრძოლებს
  • 14:46
თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ! - აქციებზე დაკავებული  არჩილ მუსელიანცი თანამებრძოლებს
ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა არ შეიძლება ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს - საია
  • 14:15
ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა არ შეიძლება ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს - საია
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
  • 15:59
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge