შალვა ნათელაშვილი ვლადიმერ პუტინს მიმართავს
- კომენტარები
- 01.10.2026
- 16:23
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ოკუპირებულ ზონიდან ვლადიმერ პუტინს მიმართავს და მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან.
"ოკუპანტებო გადით საქართველოდან და გაიყოლეთ თქვენი სატელიტი მარიონეტი ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმიც' - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
ვართ ოკუპირებულ ზონაში, სჩანს დამპყრობელთა საქმიანობა მთაზე - ახალგორისკენ. აგერ აქვე აგებულია მე-12 საუკუნის იკორთას დიდებული ტაძარი, სადაც განისვენებენ კახეთის აჯანყების ხელმძღვანელები, რომლებიც ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდნენ, რომ საუკუნეების შემდეგ მათ საქართველოში მოვიდოდა ხელისუფლების სათავეში მოვიდოდა ეროვნული მტერი ბიძინას სახელით და ივანიშვილის გვარით, სამწუხაროდ.
როგორც კი გაიგეს, რომ გვინდა ოკუპირებულ სოფლებში შესვლა, ეგრევე ატყდა სკანდალი, აცნობეს მინისტრებს, პირადად მტერს ერისას, ბიძინა ივანიშვილს და აიკრძალა ჩვენი შესვლა იქ.
მივმართავ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინს, მოსკოვიდან გვესმის სისტემატიურად, რომ მოვაწესრიგოთ ურთიერთობა, აღვადგინოთ მეზობლა და სხვა. კი ბატონო, დავიწყოთ ოღონდ იმით, რომ შეუშვით ქართველი მრევლი, ღვთისმსახურები ტაძრებში, გაიყვანეთ ჯარები აქედან და მერე რომელი სულელი იტყვის უარს დიდ მეზობელთან ურთიერთობაზე და თუნდაც მეგობრობაზე. ოკუპანტებო გადით საქართველოდან და გაიყოლეთ თქვენი სატელიტი მარიონეტი ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმიც", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.