მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
- კომენტარები
- 11.10.2026
- 00:53
"მე მინდა დავუსვა შეკითხვა ამ ხალხს, რომლებიც ამ ყველაფერში ფულს არ იღებენ. მაინტერესებს რა დავუშავე ამ ხალხს? იქნებ ვაგინე, იქნება ვლანძღე სადმე. ჩემი გამოხატვის ფორმები არ მოეწონათ, იქნება შინაარსში არ მეთანხმება ვინმე. იქნებ განათლება არ მოსწონთ ან სახე არ მოსწონთ, რა ვიცი, ნებისმიერი მიზეზი შეიძლება მოგიგონონ... კონკრეტულად მაინტერესებს პრობლემა რაშია, მე თქვენთვის არც აკაცუკი დამიძახია, არც უსამშობლოს გეძახით და მეტიც, აი ამ ყველაფრის გამო არც ჩივილს ვაპირებ და არც არავის დაჯარიმება მსურს, რადგან მგონია რომ ჩივილი ადამიანს ვერ გამოასწორებს. იქნებ იმ ფრაზამ გაგაღიზიანათ, რომელიც წამყვანს ვუთხარი, რომ შეიძლება ეს შენთვის ჩინურია მეთქი. შეიძლება ეს თქვენთვის მართლაც ცუდი მოსასმენი იყო, მაგრამ რატომ არ უშვებთ იმ ფაქტს, რომ მე და საბას გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ მე შეიძლება მქონდეს იმის უფლება, რომ მას ასე ვუთხრა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ამას არც წყენად მიიღებდა და არც ქედმაღლურად. ბოლო-ბოლო, ასე რომც მიეღო, ვიდეო მის ხელში იყო და შეეძლო ეს ყველაფერი ამოეჭრა, მაგრამ რადგან ასე არ გააკეთა, მე მივიჩნევ, რომ ეს მას წყენად არ მიუღია. ყოველი შემთხვევისთვის ეს ჩვენი გასარკვევია და არა თქვენი. რატომ წარმომაჩინეთ მედიდურ და ქედმაღალ ადამიანად, რომელიც პრაქტიკულად ყველა ინტერვიუში მე თვითონ ვამბობ და მე თვითონ ვაღიარებ, რომ რაც უფრო მეტს ვკითხულობ, მით უფრო ზედაპირულია ჩემი განათლება. თუ იქნება წიგნების კითხვა მარტო თქვენი ექსკლუზიური უფლებაა. მე მაინტერესებს პრობლემა რაშია, რადგან მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი ან საგინებელი".
ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი და სოციალურ ქსელში მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება.