png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„თარგმანი 2016“ - ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

  • კულტურა
  • 21.03.2016
  • 18:28
„თარგმანი 2016“ - ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დღეს, კულტურის სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „თარგმანი 2016“ - ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

I პრემია - დავით გაბუნია - ბრაიან ფრილი, „თარგმანები’’;

II პრემია - მალხაზ ასლამაზაშვილი - ბრატისლავ ნუშიჩი, „საეჭვო პიროვნება’’;

III პრემია - ირინა ჯავახიძე -  თორნთონ უაილდერი, „ბეწვზე გადარჩენილები“.

დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ესწრებოდნენ.

ჟიურის მიერ შეჩეულ 3 გამარჯვებულ პიესას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი პრემია გადაეცა: I  პრემია - 2500 ლარი; II პრემია -  1500 ლარი; III პრემია - 1000 ლარი;

გამარჯვებულები ასევე დაჯილდოვდნენ ფონდის სპეციალური პრიზით - „თუმანიშვილის ვაშლი“.

დრამატურგიული კონკურსი „თარგმანი 2016“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. კონკურსზე  წელს  წარმოდგენილი იყო სულ 11 თარგმნილი პიესა, რომლებიც თანამედროვე მსოფლიო დრამატურგიის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენენ.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც  1998 წლის 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს შეიქმნა. სპონსორთა და მეგობართა დახმარებით ფონდი  ქართული თეატრისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. 2006 წელს ფონდმა დაიწყო და 10 წელია  უწყვეტად ატარებს ორ კონკურსს დრამატურგიაში: „ახალი ქართული პიესა“ და „ახალი თარგმანი“. კონკურსები უკვე მეხუთე წელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ყოველი კონკურსის დასრულების შემდეგ, თუმანიშვილის ფონდი გამომცემლობა „კენტავრის“ თანადგომით, წლის  საუკეთესო ქართულ პიესებს კრებულის სახით ბეჭდავს. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის სტატისტიკით, წელს საქართველოს თეატრებში 74 ახალი ქართული და 37 თარგმნილი პიესა დაიდგა. ფონდი ერთობლივ საერთაშორისო პროექტებზეც მუშაობს, რის შედეგადაც, ქართველი დრამატურგების პიესები ევროპის ცნობილი თეატრების სცენებზე იდგმება.

ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ცნობილი მთარგმნელი, ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი, კინომსახიობთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე მანანა ანთაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge