primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

თავდაცვის უწყების წარმომადგენლები გამწვანების აქციაში ჩაერთნენ

  • თავდაცვა
  • 21.03.2016
  • 18:54
თავდაცვის უწყების წარმომადგენლები გამწვანების აქციაში ჩაერთნენ

საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მცხეთაში გამართულ გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. აქცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით მოეწყო.

გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ნერგები სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის, I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცებთან ერთად დარგო.

„21-ე საუკუნეში გარემოს დაცვის პრობლემა ერთ-ერთი მთავარი თავსატეხია. თავდაცვის სამინისტრო და, კონკრეტულად, ჩვენი ბატალიონი და ბრიგადა აქტიურად არის ჩართული მსგავს ღონისძიებებში. ჯარისკაცები, რომლებიც დღეს აქ იმყოფებიან, სიხარულით მონაწილეობენ გამწვანების ღონისძიებებში, რათა დაუტოვონ ჩვენს შვილებს უფრო ჯანმრთელი გარემო და საქართველო“, - აღნიშნა I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ოთარ დოლიძემ.
აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ე.წ „თეატრონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დეგრადირებული პარკის რეკონსტრუქციისთვის 300-მდე ელდარის ფიჭვის, თუთის, იფანის, პავლონიასა და ტუიას სახეობის ნერგი დაირგო.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლემამ გამოაცხადა, მისი მიზანი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge