primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა

  • თავდაცვა
  • 24.03.2016
  • 14:26
ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა

ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, ეროვნული გვარდიის ოცეული და IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული მტკიცე მხარდაჭერის მისიის შესასრულებლად მიემგზავრება. ქართველ სამხედროებს უმაღლესმა მთავარსარდალმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ სიტყვით მიმართეს და სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ეს როტაცია, ბუნებრივია, პირველი არ არის. 15 წელია სხვადასხვა მისიებში ვმონაწილეობთ, მაგრამ ყოველ ჯერზე ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი და იმავე ენთუზიაზმით შევხვდეთ ამ ბიჭებს. ერთი და იმავე ენთუზიაზმით გავაცილოთ. იგრძნონ სიყვარული, იგრძნონ პატივისცემა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ისინი არიან ჩვენი სახე და სახელი და ატარებენ ქართულ დროშას მთელ მსოფლიოში, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ გრძნობდნენ საზოგადოების სრულ მხარდაჭერას. იმედი მაქვს, ასევე სრული შემადგენლობით ჩამოვლენ და ჩვენ ყველანი ერთად დავხვდებით მათ საქართველოში მისიის წარმატებით დასრულების შემდეგ“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

ქართველი სამხედროები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 7 თვის განმავლობაში ჩაერთვებიან -42-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული ქაბულში მტკიცე მხარდაჭერის მისიის შტაბ-ბინის დაცვის ამოცანებს, ხოლო, 52-ე ბატალიონი და ეროვნული გვარდიის ოცეული ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების ამოცანებს შეასრულებს. ქართველი სამხედროები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით მიიღებენ მონაწილეობას.

„ეს დანაყოფები, ძირითადად, აღმოსავლეთ-ცენტრალურ ნაწილში განლაგდებიან - ქაბულის და ბაგრამის დაცვაზე. ძალიან მნიშვნელოვანი მისიებია, რადგან სწორედ მათ უნარზე, მათ ცოდნასა და საზრიან ქმედებაზე არის დამოკიდებული იქ არსებული საერთაშორისო თუ ამერიკული დანაყოფების სიცოცხლისუნარიანობა, შტაბების დაცვა. ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ თუ არ გვინდა თბილისში მოხდეს ის, რაც მოხდა ბრიუსელში, ანკარაში, სტამბულში, პარიზში, ეს ბიჭები უნდა იყვნენ მისიაში და შეასრულონ თავიანთი საქმე“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ქართველი ჯარისკაცების გაცილების ცერემონიალს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. აღნიშნული სტუდენტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქართველი სამხედროების მომზადების პროცესში სხვადასხვა როლური თამაშებით მონაწილეობდნენ.

სამხედროების გაცილების ცერემონიალის ფარგლებში სამხედრო კაპელანმა მამა ზაქარიამ ჯარისკაცების პირადი შემადგენლობა დალოცა.

ღონისძიების დასასრულს ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა საზეიმო მარშით ჩაიარეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge