png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თავდაცვის აკადემიაში 2016 წლის საერთაშორისო კვირეულის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

  • თავდაცვა
  • 25.03.2016
  • 17:51
თავდაცვის აკადემიაში 2016 წლის საერთაშორისო კვირეულის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2016 წლის საერთაშორისო კვირეულის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი, სამხედრო წვრთნებისა და განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და გენერალური შტაბის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
თინათინ ხიდაშელმა კვირეულის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ღონისძიების დასასრულს კი მათ სპეციალური სერტიფიკატები პირადად გადასცა.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ეროვნული თავდაცვის აკადემია და ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულებები განათლების მიმღებიდან განათლების გამცემ ორგანიზაციებად გადაიქცნენ, ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი რამ, როდესაც ასეთი მრავალეროვნული ღონისძიებები ტარდება ჩვენს ქვეყანაში. 9 ქვეყნის სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მთელი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ გორში. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, აემაღლებინათ ცოდნა და მიეღოთ მეტი გამოცდილება. გორი თავისი გეოგრაფიიდან, ფუნქციებიდან, უახლესი ისტორიიდან გამომდინარე დიდ შესაძლებლობებს იძლევა ახალგაზრდა, დამწყები სამხედროებისათვის“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კვირეული წელს მეორედ გაიმართა. კვირეულში ქართველ იუნკერებთან ერთად, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიის, აზერბაიჯანისა და თურქეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების მსმენელები მონაწილეობდნენ. მათ საქართველოს შეიარაღებული ძალების, სამხედრო გამოწვევებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების თემაზე ლექციები მოისმინეს, ლექციების დასრულების შემდეგ კი, სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებით პროგრამებში ჩაერთნენ. კვირეულის მონაწილეებმა დაათვალიერეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლა და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“.

საერთაშორისო კვირეულის მიზანი ეროვნული თავდაცვის აკადემიის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაციაა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge