png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აჭარის ნაერთი ბიუჯეტის 9 თვის გეგმა 17 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა

  • ეკონომიკა
  • 02.10.2015
  • 10:54
აჭარის ნაერთი ბიუჯეტის 9 თვის გეგმა 17 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა

აჭარის ნაერთი ბიუჯეტის 9 თვის გეგმა 17 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 160 მლნ 373 ათას 500 ლარი იყო, თუმცა საანგარიშო პერიოდისთვის ბიუჯეტის შესრულებამ 187 მლნ 179 ათას 800 ლარი შეადგინა, ანუ გეგმა 116.7 %-ით შესრულდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით 116.4 %-ითაა შესრულებული, სხვა შემოსავლების მუხლი - 115.8 %-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების მუხლი კი - 123.1 %-ით.

რაც შეეხება აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმას, ის 18 %-იანი გადაჭარბებითაა შესრულებული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიოკის სამინისტროს სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, რესპუბლიკური ბიუჯეტის იანვარ-სექტემბრის გეგმა 117 მლნ 933 ათას 700 ლარი იყო, თუმცა 1 ოქტომბრის მდგომარეობით გეგმა 118,1 %-ითაა შესრულებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში 139 მლნ 264 ათას 300 ლარის აკუმულირება დაფიქსირდა.

რეგიონის თვითმართველ თუ მუნიციპალურ ორგანოების ბიუჯეტების სტატისტიკურ ინფორმაციას თუ გადავხედავთ, ყველაზე მაღალი შესრულების მაჩვენებელი შუახევის ბიუჯეტმა დააფიქსირა- 205.5 %-ი. რაც შეეხება სხვა ერთეულებს: ქობულეთი - 146.4 %-ი, ხულო - 121.9 %-ი, ბათუმი - 110.5 %-ი, ხელვაჩაური - 104.1 %-ი. რაც შეეხება ქედას ბიუჯეტს, აქ გარღვევაა, რადგანაც იანვარ-სექტემბრის გეგმა მხოლოდ 47.7 %-ითაა შესრულებული.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge