png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სამხედრო მოსამსახურეებზე „ბონჯორნო“ და „ალგანი ჯგუფი“ იზრუნებენ

  • თავდაცვა
  • 28.03.2016
  • 18:00
 სამხედრო მოსამსახურეებზე „ბონჯორნო“ და „ალგანი ჯგუფი“ იზრუნებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და კერძო კომპანიები - „ბონჯორნო“ და „ალგანი ჯგუფი“ სამხედრო მოსამსახურეებზე და მათ ოჯახის წევრებზე ერთობლივად იზრუნებენ - ამის შესახებ თავდაცვის უწყებაში აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, თავდაცვის უწყებასა და კომპანიებს შორის დღეს სამი მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტებს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ხელი მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ მოაწერა.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროში. კერძო სექტორი გამოხატავს მზადყოფნას, რომ გადაინაწილოს ის ტვირთი, რასაც ჰქვია ჩვენს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა. ამ შემთხვევაში რამდენიმე კომპანიამ შემოგვთავაზა შეღავათიანი მომსახურება არა მხოლოდ დაჭრილი, არამედ, მოქმედი სამხედროებისთვისაც. ეს ძალიან კარგი ინიციატივაა - სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები ერთად გასწევენ იმ ჭაპანს, რასაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და განვითარება ჰქვია“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
„ბონჯორნო“ და „ალგანი ჯგუფი“, რომელიც, თავის მხრივ, „ალგანსა“ და „როიალ სერვისს“ აერთიანებს, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს სხვადასხვა პოზიციებზე დაასაქმებენ. „ალგანი ჯგუფი“ მსურველებს დაცვის თანამშრომლის, სწრაფი რეაგირების თანამშრომლის, ტექნიკოსის, მძღოლის, გარე გაყიდვების აგენტის, ასევე, დამლაგებლის, მწმენდავის, ელექტრიკის, სანტექნიკოსის ვაკანსიებს სთავაზობს. საჭიროების შემთხვევაში კომპანია კანდიდატთა გადამზადებას, სტაჟირებასა და შემდგომ დასაქმებასაც უზრუნველყოფს.
„ბონჯორნო“, რომელიც ქიმწმენდით სამუშაოებს აწარმოებს, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს საკუთარ კომპანიაში დასაქმებას, თავად სამხედრო მოსამსახურეებს კი მომსახურებაზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. კომპანია ამპუტირებულ და ანოფთალმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, დამატებით, პირადი ნივთების ადგილზე მიტანასაც უზრუნველყოფს. ხოლო, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში კომპანიის მომსახურებაზე 10%-იანი ფასდაკლების მიღება თავდაცვის სამინისტროს ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია.
დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის, კვალიფიკაციისა და განათლების გათვალისწინებით, სამუშაო ადგილების მოძიებაზე თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტი ზრუნავს. დეპარტამენტი დასაქმების შემთხვევაში აღნიშნული პროცესის მონიტორინგსაც ახორციელებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge