png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

2-12 აპრილს თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

  • კულტურა
  • 29.03.2016
  • 19:00
2-12 აპრილს თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

2 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელიც უკვე მეექვსე წელმაც უკვე ღორსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის. ფესტივალი ტარდება თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

ფესტივალში  მონაწილეობას იღებენ საქართველოში არსებული აკადემიური და საბავშვო საგუნდო კოლექტივები. ასევე, პროფესიული გუნდები უცხოეთიდან.

„თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალში“ მონაწილეობენ საერთაშორისო საგუნდო კონკურსებში გამარჯვებული, მრავალი ფესტივალის მონაწილე, საგუნდო მუსიკის მოყვარულთათვის კარგად ცნობილი – კამერული გუნდი „აიდია“ (ლიტვა) – ხელმძღვანელი რომუალდას გრაჟინი, გოგონათა გუნდი „ანგელიკა“ (უნგრეთი) – ხელმძღვანელი ჟუჟანა გრაფი და გუნდი „სამარტინი“  (ბელგია) – ხელმძღვანელი  მარიან მიტეა, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელასთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად 8 აპრილს ფესტივალის ფარგლებში გამართავს კონცერტს შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში. კონცერტზე შესრულდება ჯაკომო პუჩინის გენიალური ნაწარმოები  Messa di gloria ( პირველი შესრულება  საქართველოში), დირიჟორი მარიან მიტეა.

თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო დახურვა გაიმართება 2016 წლის 12  აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში.  მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალში მონაწილე  საგუნდო კოლექტივები და ბოლო ნომრად,  ტრადიციისამებრ, ყველა  გუნდი ერთად შეასრულებს ჰენდელის „ალილუიას“ ორატორიიდან  “MESSIAH” .

წლევანდელ  ფესტივალში 18 საგუნდო კოლექტივი მონაწილეობს, რომლებიც  საგუნდო მუსიკის მოყვარულთათვის განსხვავებულ და საინტერესო პროგრამას შეასრულებენ.

ააიპ „თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ 2013 წელს თბილისის მერიის ხელშეწყობით და ხელოვნებათმცოდნე – ქალბატონ მაია ჩაჩავას ინიციატივით დაფუძნდა. ფესტივალის  სამხატვრო ხელმძღვანელია ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო კაპელის მთავარი ქორმაისტერი – არჩილ უშვერიძე.

„თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ 2011 წლიდან თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დაფინანსებითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის თანადაფინანსებით ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება.

ფესტივალის პარტნიორი და თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, ნოკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

მისი მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადაციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია. შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა ქართველი მსმენელისთვის.

ფესტივალში მონაწილე საგუნდო კოლექტივები:

გორის ქალთა კამერული გუნდი

თბილისის ყოვლადწმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა

ბათუმის ქალთა კამერული გუნდი

ბათუმის სახელმწიფო კაპელა

რუსთავის კამერული გუნდი

თელავის ქალთა გუნდი „კახეთის ჰანგები“

თბილისის გოგონათა გუნდი

ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატის გუნდი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდი

მსახიობ ქალთა სამოყვარულო გუნდი „ბენეფისი“

გოგონათა გუნდი „ანგელიკა“ (უნგრეთი)

კამერული გუნდი „აიდია“ (ლიტვა)

გუნდი „სამარტინი“ (ბელგია)

გორის სამუსიკო კოლეჯის მოსწავლეთა გუნდი

ვაჟთა გუნდი „მძლევარი“

ახალგაზრდული შერეული გუნდი „თუთარჩელა“

თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალი

ფესტივალის გახსნა

2 აპრილი, 19:00

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი

კამერული გუნდი „აიდია“, (ლიტვა) – ხელმძღვანელი რომუალდას გრაჟინი

გორის ქალთა კამერული გუნდი – სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა

სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი – დირიჟორები სვიმონ ჯანგულაშვილი, ზვიად ბოლქვაძე

3 აპრილი, 15:00

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი

თელავის ქალთა კამერული გუნდი „კახეთის ჰანგები“ – ქორმაისტერი პავლე დემურიშვილი

რუსთავის კამერული გუნდი – სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა გულაღაშვილი

ნიკო სულხანიშვილის სახელობის  სახელმწიფო საგუნდო კაპელა – დირიჟორი გივი მუნჯიშვილი

4 აპრილი, 18:00

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი

ვაჟთა გუნდი „მძლევარი“ – ხელმძღვანელი კახა ონაშვილი

ახალგაზრდული შერეული გუნდი„თუთარჩელა“ – ხელმძღვანელი თამარ ბუაძე

გორის სამუსიკო კოლეჯის მოსწავლეთა გუნდი – ხელმძღვანელი ნინო წიკლაური

თბილისის გოგონათა გუნდი – ხელმძღვანელი ომარ ბურდული

8 აპრილი, 18:30

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზი

სამარტინის გუნდი (ბელგია) – ხელმძღვანელი მარიან მიტეა

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა – სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი გურამ ყურაშვილი

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი– სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი

10 აპრილი, 18:00

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი

ანგელიკა (უნგრეთი) – ხელმძღვანელი ჟუჟანა გრაფი

კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდი – ხელმძღვანელი არჩილ უშვერიძე

კონსერვატორიის ბაკალავრიტის გუნდი – ხელმძღვანელები: ლია ჭონიშვილი, მიხეილ ედიშერაშვილი

11 აპრილი, 18:00

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი

ბათუმის ქალთა კამერული გუნდი – სამხატვრო ხელმძღვანელი ზაირა ვადაჭკორია,დირიჟორი გელა ვადაჭკორია

ბათუმის მუსიკალური ცენტრი სახელმწიფო კაპელა – ქორმაისტერი ლელა დოლიძე

თბილისის მსახიობ ქალთა სამოყვარულო გუნდი „ბენეფისი“ – სამხატვრო  ხელმძღვანელი ნანა კალანდაძე

12 აპრილი, 19:00

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი

ფესტივალის დახურვა

ფესტივალში მონაწილე გუნდები

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge