png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დაჭრილი სამხედროები „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადებიან

  • თავდაცვა
  • 29.03.2016
  • 18:17
დაჭრილი სამხედროები „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადებიან

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სპორტის სხვადასხვა სახეობებში საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის „INVICTUS GAMES“ („ძლიერთა თამაშები“) პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად აქტიურად ემზადებიან.

დღეს, თავდაცვის სამინისტროს სპორტული კომპლექსის დარბაზში დაჭრილი სამხედროებით დაკომპლექტებულმა თავდაცვის სამინისტროს გუნდმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ნაკრებთან მჯდომარე ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს გუნდის გამარჯვებით დასრულდა. დაჭრილმა სამხედროებმა ეროვნული უნივერსიტეტის ახალგაზრდებს ოთხივე ტაიმი დიდი უპირატესობით მოუგეს.

მჯდომარე ფრენბურთი სპორტის 10 სახეობიდან ერთ-ერთია, რომელიც აშშ-ში საერთაშორისო შეჯიბრის - „INVICTUS GAMES“ ფარგლებში გაიმართება. ქართველი სამხედროები აღნიშნული ტურნირისთვის სპორტის ისეთ სახეობებში - მშვილდოსნობაში, ძალოსნობაში, ნიჩბოსნობის ტრენაჟორებსა და მოკლე დისტანციაზე სირბილშიც ემზადებიან.

საერთაშორისო შეჯიბრი „INVICTUS GAMES“, საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე სამხედროების მონაწილეობით, მიმდინარე წლის 8-12 მაისს ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში უოლტ დისნეის სპორტულ კომპლექსში გაიმართება. ჩემპიონატში საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული სხვადასხვა ქვეყნის შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაჭრილი 14 ქართველი სამხედროც მიიღებს მონაწილეობას.

ეგრეთ წოდებული „ძლიერთა თამაშები“ უნიკალური შესაძლებლობაა იმისა, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაუჭიროს მხარი იმ მეომრებს, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს ადამიანთა კეთილდღეობისთვის, დაშავდნენ ბრძოლებსა თუ სამშვიდობო მისიებში, მაგრამ ბრძოლას განაგრძობენ და წარმატებებს აღწევენ. ასპარეზობის მთავარი იდეა და მიზანი, სწორედ, საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება, პოსტტრავმულ მდგომარეობაში მყოფი სამხედროების მოტივაციის გაზრდა და მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.
ქართველი სამხედროები ამერიკაში 5 მაისს გაემგზავრებიან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge