png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„ისინი ფიქრობენ - მიზანი მიღწეულია! არ გამოუგონიათ ძალა რომელიც გამაჩერებს“ - თინათინ ხიდაშელი

  • ეს საინტერესოა
  • 01.04.2016
  • 13:22
„ისინი ფიქრობენ - მიზანი მიღწეულია! არ გამოუგონიათ ძალა რომელიც გამაჩერებს“ - თინათინ ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც ფარულ ვიდეოჩანაწერებს ეხება.

„ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე მაქვს პასუხისმგებლობა აღებული. ბევრი ადამიანის ბედზე და წარმატებაზე. აქ შეცდომა დაუშვებელია, ემოციები უსარგებლო. 
ის რასაც დღეს ვაკეთებ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რაც კი ოდესმე მიკეთებია, და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ საკეთებელზე რისი კეთებაც შემდეგი წლების მანძილზე მომიწევს. 
ამიტომ ვცდილობ ბოროტებს, უზნეოებს, ჭორიკნებს, მატყუარებს პასუხი არ გავცე, ემოცია დავთრგუნო, ყველაფერი რაც მე პირადად მეხება გვერდზე გადავდო, არ ავყვე და პირიქით მეტი ენერგიით და ენთუზიაზმით შევუძახო საკუთარ თავს, რომ სწორედ ამ პასუხისმგებლობის და საქმის მნიშვნელობის გამო უნდა ავიტანო, მოვითმინო, საქმეში დავიკარგო.
მაგრამ ეხლა გიგა მოვიდა სახლში. ისეთი დაღლილია არაფრის თავი არ მაქვსო, გამოგვიცხადა. მამა დაუჯდა და საშინაო დავალება - მოთხრობას უკითხავს. მე მთელი დღე ეკრანს ვუყურებდი და ვერ მივხვდი რამე უნდა დამეწერა თუ არა. ეხლა ზუსტად ვიცი, რომ არ უნდა გავატარო.
სცენარი იგივეა, თითქოს არაფერი მომხდარა განსაკუთრებული. ვიდეო აიტვირთა, მერე დაიბლოკა, ირკვევა რომ პრაქტიკულად არავის უნახავს, ჭორაობა დაიწყო. თუმცა იყო ერთი "მცირე" დეტალი. პროკურატურის რეგისტრატურის წინ მდგომ დასაკითხად მისულ ახალგაზრდას ჟურნალისტმა კითხა "პოლიტიკოსის კადრები იყო?". "დიახ" იყო პასუხი. ასევე ქალბატონი იმავე პროკურატურასთან, იმავე მიზნით მისული ასევე სხვათაშორის ამბობდა რომ "პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო". 
ამ პატარა გასაუბრებით ამოცანა შესრულდა. ეჭვი გაჩნდა, და მგმობელი, მორალისტი, მაწყევარი, მაგინებელი არ დაილია. 
და არც კი ვიცი სერიოზულად უნდა ვიკითხო თუ არა, მაგრამ ამ 2 ადამიანს მინდა ვკითხო, ასეთ ტყუილს რომ იტყვი, ადამიანს ლაფში ამოსვრი, სრულიად ჩვეულებრივ ცილისმწამებლად და შანტაჟისტად რომ იქცევი, მერე რით განსხვავდები იმ ხალხისგან ვისაც ასე გულმოდგინებით "გმობ" ვიდეოების გავრცელებისთვის? 
აღარაფერს ვამბობ სრულიად ქართულ ტელე მედიაზე, რომელმაც არ დაიზარა და მთელი დღე ტირაჟირებდა ამ ტყუილს, რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრების მორიგი სერია გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში. 
უკვე წარმომიდგენია როგორი მჭერმეტყველი იქნება ხვალ ბეჭდური მედია. 
თუმცა შესაძლოა ამოცანაც ეს იყო. 
დაიდო სრულიად გაუგებარი ვიდეო, 20-მა ნახა, 200-მა ამბავს ყური მოკრა, მერე ტელევიზიით 200 ათასმა ცილისწამება და ტყუილი მოისმინა, მერე ვიღაცამ ჭორაობით გული იჯერა ზოგმა განზახ, ზოგმა "გულწრფელი აღშფოთებით” და მორჩა. 
ისინი ფიქრობენ — მიზანი მიღწეულია. 
მაგრამ როგორც თავში მოგახსენეთ ბატონებო, ჩემი მიზანი რომელსაც ვემსახურები, ვიშრომო, ვიბრძოლო, ვიცხოვრო ჩემი შვილების და თქვენი შვილების ბედნიერებისთვის, გაცილებით უფრო დიდია, უფრო საინტერესო, უფრო მშვენიერი და ჯერ არავის მოუფიქრებია და არ გამოუგონიათ ძალა რომელიც გამაჩერებს“, - წერს თინათინ ხიდაშელი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge