png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ქართველი ჯარისკაცების როტაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

  • თავდაცვა
  • 01.04.2016
  • 16:47
 ქართველი ჯარისკაცების როტაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო მრჩეველთა მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთკაციანი შემადგენლობა როტაციით მიემგზავრება. აფრიკის კონტინენტზე გამგზავრებამდე სამხედროებს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე დაესწრო.

თინათინ ხიდაშელმა სამხედროებს მისიის წარმატებით შესრულება და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. „ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები აგრძელებენ მისიაში ყოფნას. ამჟამად, საქართველო ხუთი ოფიცრითაა წარმოდგენილი. აპრილის შუა რიცხვებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მორიგი როტაცია იქნება. ამ ბიჭების გამგზავრების შემდეგ მოხდება, სწორედ, საგამოძიებო ჯგუფის გამგზავრებაც. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად დაუბრუნდებიან საკუთარ სამშობლოს. ისინი სულ რამდენიმე თვით მიდიან. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აღარ არის რთული მისია. რისკები მინიმალურია. ვფიქრობ, მისია წარმატებული იქნება,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული სამხედრო კონტინგენტი ხუთკაციანი შემადგენლობით რამდენიმე დღეში გაემგზავრება. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ევროკავშირის მრჩეველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სწრაფი რეაგირება იქნება. ისინი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ივლისის ჩათვლით, მისიის დასრულების ბოლომდე დარჩებიან.

მრჩეველთა მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობაზე გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ გაამახვილა ყურადღება. „დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ჯგუფიც მაღალ დონეზე შეასრულებს ამოცანებს და ივლისში დაბრუნდება საქართველოში, როდესაც უკვე მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დასრულდება. ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობას ევროკავშირის მისიებში დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ჩვენ ვართ ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის პროცესის წევრები და 2014 წლიდან აქტიურად ვართ ჩართულები ევროკავშირის მიერ წარმოებულ სამშვიდობო მისიებში აფრიკაში. ახლაც, ჩვენი ერთი ოფიცერი მონაწილეობას იღებს ევროკავშირის მისიაში მალიში,“ - აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.

ქართველი ჯარისკაცების გადასროლასთან დაკავშირებულ ყველა ლოგისტიკურ ხარჯს ფრანგული მხარე და ევროკავშირი ფარავს. ქართველი სამხედროების პირველი ჯგუფი ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მრჩეველთა მისიაში ჩასართავად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სექტემბრის ბოლოს გაემგზავრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge