png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დიდ ბრიტანეთში მიიწვია

  • საზოგადოება
  • 02.10.2015
  • 15:47
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დიდ ბრიტანეთში მიიწვია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ-ჰოლს შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემების თავისებურებები და არსებული თანამშრომლობის მიმართულებები.

ვახტანგ გომელაურმა და ალექსანდრა ჰოლ-ჰოლმა შეაჯერეს სამომავლო ორმხრივი საქმიანობის პერსპექტივები.

„უკვე მეორედ მქონდა პატივი შევხვედროდი ბატონ გომელაურს. პირველად შევხვდი მაშინ, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ამჯერად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსია. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელზეც ჩვენ უკვე გვაქვს კოოპერაცია ქართულ მხარესთან უსაფრთხოების საკითხებში. მე სამსახურის უფროსი დიდ ბრიტანეთში მივიწვიე. დიდი ბრიტანეთი ძალიან აქტიურია და ცდილობს კოორდინირებულად ითანამშრომლოს სხვა ქვეყნებთან საერთაშორისო ტერორიზმის საკითხებში. საქართველო ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ მიმართულებით და აქვს დიდი გამოცდილება. იმედს გამოვთქვამთ, რომ განვავითარებთ ჩვენს თანამშრომლობას ბატონ გომელაურთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge