primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

„ბევრს მიაღწია კალოშით ჩამოსულმა თბილისში“ - ნინი დედალამაზიშვილი ნიკა გვარამიას

  • ეს საინტერესოა
  • 07.04.2016
  • 16:48
„ბევრს მიაღწია კალოშით ჩამოსულმა თბილისში“ - ნინი დედალამაზიშვილი ნიკა გვარამიას

„ადვილია ოთახში შეკეტილმა სოციალურ ქსელში პუტინს აგინო, როდესაც იცი რომ ამის გამო ფიზიკურად ვერავინ შეგეხება“, ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიგი დედალამაზიშვილის და ნინი დედალამზიშვილი წერს და რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მიმართავს.

 „პატრიოტებო" პირველ რიგში ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, პოზიციის დაფიქსირების, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ადამიანებს აქვთ უფლება მოწონდეთ ან არ მოწონდეთ ჯგუფი „მგზავრების“ მუსიკა, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მომდიოდა წერილები, მირეკავდნენ ჟურნალისტები და მინდა რომ ყველას გაგცეთ პასუხი. დიდი მადლობა ყველას ვისაც ვუყვარვართ, მაგრამ მოგიწოდებთ რომ გინებით და ლანძღვით ნუ პასუხობთ სიძულვილის და „დედის გინების" ენაზე მოსაუბრე ანგაჟირებულ ადამიანს.

ჯგუფი „მგზავრები“ წლებია უკრაინაში არიან, დასახელდნენ წლის საუკეთესო ჯგუფათ, წლების მანძილზე სრული ანშლაგით მართავენ კონცერტებს, მათი საკონცერტო ტურნე 1 წლით ადრე არის გაწერილი. ამაზე აქცენტი არ კეთდება და ესეთი გამოხმაურებაც არ მახსოვს „მგზავრების“ წარმატებაზე, ესეც გასაგებია, აქ ბედნიერებას და წარმატებას ვერ გპატიობენ. მიხარია რომ ლოკალურ სივრცეში არ დარჩნენ და წარმატებას სხვადასხვა ქვეყანაში მიაღწიეს, განვითარდნენ რაც ყველაზე დიდი მონაპოვარია. 

რაც შეეხება 9 აპრილს დაგეგმილ კონცერტს რომელიც პეტერბურგში გაიმართება. პატრიოტიზმია ოკუპანტ ქვეყანაში მოახერხო ამ თემას შეეხო! ადვილია ოთახში შეკეტილმა სოციალურ ქსელში პუტინს აგინო, როდესაც იცი რომ ამის გამო ფიზიკურად ვერავინ შეგეხება. „მგზავრები" პეტერბურგში აქცია კონცერტს გეგმავს, ვიდეო ინსტალაციით, წუთიერი დუმილით. ჩვენი იარაღი ჩვენი საქმეა, ჩვენი იარაღი არის სტერეოტიპების მსხვრევა ახალ თაობაში რომ „გრუზინი" ის არ არის რაც მათ გონიათ. გიგი ოკუპანტების ქვეყანაში მუდმივად აფიქსირებს თავის პოზიციას, მათ შორის უკრაინის თემაზეც. 

პ.ს ნიკა გვარამიას დიდ პატივს ვცემ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ, ბევრს მიაღწია კალოშით ჩამოსულმა თბილისში, მაგრამ ყველა იგივე რთულ გზას არ გადის, გიგის უფრო გაუმართლა და კალოშით არ მოუწია კიევში ჩასვლა, იღბლიანია. ძალიან ვაფასებ ნიკას ბიოგრაფიას რომ თავისი თავი შექმნა, ალბათ გადაღლილია და "ქართველი ვაჟკაცივით" დედის გინებაზეა გადასული. 
ამასობაში მგზავრები აგრძელებენ ტურნეს მთელი წელი გაწერილია მომავალი თვის ბილეთები წინასწარ გაყიდული. საზოგადოებრივი ინიციატივა მაქვს რომ ტალახის სროლის ფესტივალი მოაწყოს სახელმწიფომ, ამაზე დიდ სიამოვნებას ბრბო მაინც ვერაფრისგან იღებს.წარმატებულ დღეს გისურვებთ”, - წერს ნინი დედალამაზიშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge