png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ზურაბ შარია პოლიტიკაში მიდის - მსახიობს გამარჯვების იმედი აქვს

  • ეს საინტერესოა
  • 11.04.2016
  • 15:36
ზურაბ შარია პოლიტიკაში მიდის - მსახიობს გამარჯვების იმედი აქვს

რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურაბ შარია პოლიტიკაში მიდის, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად მსახიობი ავრცელებს.

 „საღად მოაზროვნე, ჯანსაღი აზრისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული, პატრიოტი ადამიანების გასაგონად ვამბობ: გადაწყვეტილება მიღებულია, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად ვიყრი კენჭს! მხოლოდ თქვენი, საღად მოაზროვნე, ნიჭიერი ადამიანების იმედი მაქვს! პროგრამას მოგვიანებით გაგაცნობთ. მერწმუნეთ, ყველა თქვენგანის აზრს გავითვალისწინებითა და ზუსტად ყველა თქვენგანის საკეთილდღეოდ ვიღვწვი! ჩვენ ქვეყანას ჩვენვე უნდა მივცეთ განვითარებისა და წინსვლის საშუალება! წინასწარ უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ გავიმარჯვებთ!“, - წერს ზურაბ შარია.

ზურაბ შარიას ბიოგრაფია:

დავიბადე 1968 წლის 14 ივლისს, დედა- ირინა ჭილაძე, ექიმი. მამა- ნუგზარ შარია, მსახიობი, რეჟისორი,სცენარისტი და ჟურნალისტი. გამზრდელი ბებია- ვერა კუჭავა, უათნოესი და უგანათლებულესი ადამიანი, კულტურის დამსახურებული მუშაკი.1983 წლამდე ვსწავლობდი პირველ გახანგრძლივებულ სკოლაში( ახლა 165-ე საჯარო სკოლა), 1985 წელს დავამთავრე # 1 სკოლა. 1985-88 წ.წ. ვმუშაობდი #-2 -ე კლინიკურ საავადმყოფოში, 1988-92 წ.წ. თეატრალური ინსტიტუტი, თეატრისა და კინოს მსახიობის სპეციალობა,პედაგოგი პროფ. მ. თუმანიშვილი. 1994-95წ.წ. ი.ჯავახიშვილის სახ. სახ.უნივერსიტეტი, " ბიზნესის უმაღლესი სკოლა" იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა- საერთაშორისო სამართალი, ბიზნეს იურისტი. 2004 წ. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), მედია მენეჯმენტის მართვის კურსი. 2013 წ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი , ტელე რეჟისურის მაგისტრატურა, პედაგოგი პროფ. ა. ვახტანგოვი, დიპლომის წინა პერიოდი, დროებით სტატუსი შევაჩერე. 2015 წლის 24 ნოემბერი - ფაზისის საერო სამეცნიერო აკადემიის ნამდვილი წევრი ( აკადემიკოსი), 1993 წლიდან დღემდე რუსთაველის თეატრის მსახიობი, ამავე თეატრის პროფ. კომიტეტის თავჯდომარე, საქართველოს ხელოვნების პროფ. კავშირის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 1998-2000წ.წ. პირველი არხი დილის გადაცემა "ალიონი" -ს წამყვანი 2001-2006 რუსთავი 2 " დილამშვიდობისა საქართველო" წამყვანი, 2006-07 იმედის დილა, 2007-11წ.წ. რუსთავი 2 მენეჯმენტის ჯგუფი, პროდიუსერი. 2011-12წწ. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში , სპორტის დეპარტამენტში, ხელშეკრულებით თანამშრომელი, 2012-13წ.წ. საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეცნიერო პოპულარული გადაცემა " AQUA GEORGIA"- ს ავტორი და წამყვანი. 2013 წ. დღემდე ტელეკომპანია " ქართული არხი" გადაცემების : " კულტურაში მოძრაობის წესები", " ჩვენი ქალაქი", " ღირსეული" - ავტორი და წამყვანი. ვარ აფხაზეთის ომის ვეტერანი , საქართველოს ეროვნული გვარდიის თადარიგის კაპიტანი. მოყვარული ჩოგბურთელი, სხვადასხვა სპორტის სახეობებში მრავალი ტურნირის გამარჯვებული. საქართველოს კულინარიული გილდიის საპატიო წევრი.წყალქვეშა ვიდეო ოპერატორი და ვარ დაივ მასტერი. მყავს მეუღლე - ია ცინცაძე , ექიმი კარდიოლოგი, რადიოლოგი , ხარისხი- დოქტორი. გვყავს 3 ქალიშვილი, სოფიო , მარიამი და ანა მარია. ეს მოკლედ ჩემ შესახებ).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge