png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მთავრობა: ინვესტიციების მოცულობამ 0,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ

  • ეკონომიკა
  • 05.10.2015
  • 11:18
მთავრობა: ინვესტიციების მოცულობამ  0,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ

2015 წლის პირველ კვარტალში (წინასწარი მონაცემებით), საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 175,3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში, ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (83,5%) და მშენებლობაში (14%) განხორციელდა. როგორც „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული, 2015 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობამ ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა და შეადგინა 530 მლნ აშშ დოლარი, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ.

2015 წლის 6 თვეში, სექტორების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა, რომელმაც მთლიანი ინვესტიციების 66,7% (353,7 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი, მშენებლობა, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობის სექტორები და ა.შ.

„2015 წლის 5 მარტს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ 30 წლის ვადით, რომელიც ოპერირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. 2045 წლამდე თიზ-ში განხორციელდება 40 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია.  

2015 წლის 20 აპრილს, შეიქმნა ინვესტორთა საბჭო, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგის სტიმულირება კერძო სექტორის განვითარების საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, კონსტრუქციული, ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე ბიზნეს-გარემოს შემდგომი განვითარებისთვის.

ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით:

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის საინვესტიციო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე. მომზადდა კანონპროექტი, რომელშიც ინვესტორთა უფლებები ხაზგასმით არის დეკლარირებული. მომზადდა ცვლილებების პაკეტი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანად.  

2015 წლის 15 და 16 ოქტომბერს, ქ. თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის და USAID-ის მხარდაჭერით გაიმართება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი. ფორუმის მიზანია ინვესტორებსა და კომპანიებისთვის ინფორმაციის მიწოდება აბრეშუმის გზის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივების და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, რეგიონული სავაჭრო ურთიერთობების განვითარების, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება”, აღნიშნულია ანგარიშში.

ქვეყანაში ოთხ სეზონიანი სამთო - სათხილამურო კურორტების განვითარების მიზნით საქართველო დაინტერესებულ კომპანიებს სთავაზობს საინვესტიციო პროექტებს საქართველოს მთიან რეგიონებში, კერძოდ: სვანეთი; გუდაური, გოდერძი, ბაკურიანი. საინვესტიციო პროექტები ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის და სასტუმროების მშენებლობას. კურორტების საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდის მიზნით განხორციელდა გუდაურსა და ბაკურიანში სასრიალო გზების ხელოვნური გათოვლიანების აპარატურის დამონტაჟება.  

წყალტუბო-სპა კურორტის რეაბილიტაციის და განვითარების მიზნით, ჩატარდა მიზანშეწონილობის კვლევა და შემუშავებულია კურორტის განვითარების კონცეფცია. რეაბილიტაციისა და განვითარების გეგმა ითვალისწინებს 720-865 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას.  

ეკონომიკის განვითარებისა და ასევე დასაქმების შესაძლებლობების ზრდისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს-სექტორის ზრდა და შემდგომი განვითარება. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ბიზნეს-სექტორი განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა. ზრდის განმაპირობებელ ფაქტორთაგან მნიშვნელოვანია როგორც მოთხოვნის ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, (განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა მომსახურებაზე), ასევე, ზოგადად, ბიზნეს აქტივობის გამოცოცხლება.

2015 წლის II კვარტლის მდგომარეობით, თითქმის 61 ათასით არის გაზრდილი დასაქმება ბიზნესსექტორში - ეს არის 12%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე გაზრდილია ბიზნეს-სექტორის ბრუნვა 16%-ით (1,8 მილიარდი ლარით) და 12.8 მლრდ ლარს აჭარბებს. ბიზნეს-სექტორის გამოშვება გაზრდილია 22,5%-ით, (1,3 მილიარდი ლარი), ხოლო ხელფასი ბიზნეს-სექტორში გაზრდილია 10%-ით და შეადგენს 942 ლარზე მეტს.

ბრუნვა საწარმოთა ზომის მიხედვით (2014 წლის II კვარტალთან შედარებით)  მსხვილი საწარმოების ბრუნვა, გაზრდილია 10.7%-ით (1,002.1 მლნ ლარით) და შეადგენს 10,353.5 მლნ. ლარს.  საშუალო საწარმოების ბრუნვა გაზრდილია 68.6%-ით (478.3 მლნ ლარით) და შეადგენს 1,175.8 მლნ. ლარს.  მცირე საწარმოების ბრუნვა გაზრდილია 28.0%-ით (288.2 მლნ ლარით) და შეადგენს 1,319.2 მლნ. ლარს

 2015 წლის II კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა გაზრდილია ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა დარგში. მაღალი ორნიშნა ზრდა (91.8%) დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში. ასევე ორნიშნა ზრდები დაფიქსირდა თითქმის ყველა საქმიანობის სახეობაში: სოფლის მეურნეობა (36.0%), სასტუმროები და რესტორნები (31.3%), ოპერაციები უძრავი ქონებით (28.7%), მშენებლობა (26.9%), განათლება (23.2%), ელექტროენერგიის, აირის და წყლის წარმოება და განაწილება (21.7%); ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (16.0%), ვაჭრობა (10.2%), დამამუშავებელი მრეწველობა (2.5%) და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge