png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო

  • ეკონომიკა
  • 05.10.2015
  • 12:24
დიმიტრი ქუმსიშვილი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც 5 ოქტომბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მსოფლიო ბანკის, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. პრეზენტაცია გახსნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

მისასალმებელ სიტყვაში დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია უნდა იყოს ქვეყნის განვითარების განუყოფელი ნაწილი. მისი თქმით, აღნიშნულმა სტრატეგიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, ისე ეკონომიკურად სწორი განვითარება. „დოკუმენტი საკმაოდ კომპლექსურია, მისი ძირითადი ამოცანაა იმ რეკომენდაციების მოწოდება საზოგადეობისთვის, რომლის მიხედვითაც ჩვენ შევძლებთ გზებზე უსაფრთხოების დონის ამაღლებას. სამწუხაროდ, საქართველოში, წლების მანძილზე საგზაო შემთხვევების რაოდენობა იზრდება, მაშინ, როდესაც ევროპასთან ასოცირების ნაწილში ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალდებულება, რომ ეს რაოდენობები შემცირდეს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, უნდა შეიქმნას მაკოორდინირებელი საბჭო, რომელიც შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელებას გაუწევს მონიტორინგს. „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო - ამ უწყებების კოორდინაცია საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გეგმის განხორციელების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება წარმატებული და ყველა ის მიგნება, რომელიც სტრატეგიაშია ჩამოყალიბებული, დეტალურად განიხილება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მე-4 პროექტის ფარგლებში, 2015 წლის მარტში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ სხვადასხვა სამთავრობო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფს დახმარებას უწევდა საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტი ჯინ ბრისი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge