png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ნუცა შანშიაშვილის მიმართვა ქართველებს და კულტურის სამინისტროთი უკმაყოფილო მომღერალი

  • ეს საინტერესოა
  • 13.04.2016
  • 21:36
ნუცა შანშიაშვილის მიმართვა ქართველებს და კულტურის სამინისტროთი უკმაყოფილო მომღერალი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნუცა შანშიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მომღერალი საზოგადოებას მიმართავს და ხსნის, თუ რატომ ჩაიშალა მისი კონცერტი საქართველოში. 

„ვწერ ჩემს საყვარელ ქართველ მსმენელს და მაყურებელს... იმათ ვინც ელოდება ჩემს კონცერტს საქართველოში... შეტანილი მქონდა განცხადება საქართველოს მერიას და კულტურის სამინისტროში თხოვნით დაეფინანსებინათ ჩემი კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. სადაც წარმოდგენილი მექნებოდა ერთერთი ჩემი ბროდვეის საკონცერტო პროგრამა, მსოფლიო უნიკალურ მუსიკოსებთან ერთად. მოკლედ რომ ვთქვა ისეთ გიჟ ზანგებთან ერთად როგორებიც არიან მინგუს ბენდის ჯაზ ვარსკვლავები... ასევე მინდოდა ჩემს კონცერტში მიეღოთმონაწილეობა ჩემი ვოისის ნიჭიერ ახალგაზრდა მომღერლებს... მემგონი დიდი ბიძგია და წინსვლა ქართველი ახალგაზრდებისთვის ეგეთ მუსიკოსებთან სიმღერა, მაგრამ სამწუხაროდ უარი მითხრეს დახმარებაზე მერიამ და კულტურის სამინისტრომ, ფული არ გვყოფნისო. მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას და არავის ვაკრიტიკებ უბრალოდ ვაკონკრეტებ ფაქტს... ჩემი კონცერტები იგეგმება ამერიკაში ნოემბრიდან, მწყდება გული რომ ჩემს საყვარელ ყველაზე საყვარელ ქართველ მაყურებელს ვერ უმღერებ, მაგრამ იმედი მაქვს რაღაცა და როდესმე და როგორმე, გამოიცვლება უკეთესობისკენ ჩემს საქართველოში... ხო მინდა შეგახსენოთ, რომ არ მივეკუთვნები არცერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას და პარტიას. მაქვს ჩემი აზრი და ვცემ დიდ პატივს ყველა იმ ქართველს, ვისაც შეუძლია ჭეშმარიტად უყვარდეს თავისი ერი და ემსახუროს მას მთელი გულით... ყოველგვარი ქურდობის, ფულის გათეთრების და ვითომ პატრიოტობის გარეშე... პატივისცემით ნუცა შანშიაშვილი“, - წერს მომღერალი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge