”ატლეტიკომ” ”ბარსელონა” დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
- სპორტი
- 14.04.2016
- 09:50
ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში მადრიდის “რეალი”, მადრიდის “ატლეტიკო”, მიუნხენის “ბაიერნი” და “მანჩესტერ სიტი” იბრძოლებენ.
მადრიდის ”ატლეტიკომ” საპასუხო შეხვედრაში ბარსელონა 2:0 დაამარცხა. ანგარიში 36-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა გახსნა. ფრანგმა ფეხბურთელმა შეხვედრის მიწურულს თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და გასული სეზონის ჩემპიონი ტურნირიდან გამოთიშა. ”ატლეტიკომ” მეტოქე ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა.
მეორე განმეორებითი შეხვედრა კი პორტუგალიაში გაიმართა, სადაც ”ბენფიკამ” მიუნხენის ”ბაიერნი” მიიღო. ანგარიში 27-ე წუთზე რაულ ხიმენესმა გახსნა და პორტუგალიელები დააწინაურა, თუმცა არტურო ვიდალმა ანგარიში მალევე გაათანაბრა. მეორე ტაიმში ტომას მიულერის გოლით ”ბაიერნი” დაწინაურდა.
მატჩის საბოლოო შედეგი ფრე - 2:2 დაფიქსირდა. ორი მატჩის ჯამში ”ბაიერნმა” 3:2 გაიმარჯვა.