png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადაში სამხედრო ინსტრუქტორებისთვის სპეციალური კურსი გაიხსნა

  • თავდაცვა
  • 18.04.2016
  • 17:43
ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადაში სამხედრო ინსტრუქტორებისთვის სპეციალური კურსი გაიხსნა

ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადაში სამხედრო ინსტრუქტორებისთვის სპეციალური კურსი გაიხსნა. კურსის მიზანი პარტნიორი ქვეყნებისთვის შეიარაღებული ძალების განვითარებაში დახმარების გაწევა, გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების შეთავაზებაა.

სხვადასხვა სამხედრო ქვედანაყოფის წარმომადგენელ ტრენინგის მონაწილეებს კურსის ხელმძღვანელი, კაპიტანი ჰუგო კოლისი შეხვდა, სწავლების მიზნისა და სპეციფიკის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ტრენერები გააცნო.

ინსტრუქტორების მოსამზადებელი კურსი ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

პირველი კვირა ბრიტანელების მხრიდან მეთოდოგიისა და ტექნიკის გაცნობას დაეთმობა. მეორე კვირას ყურადღება საბრძოლო უნარ-ჩვევების დაუფლება-გაღრმავებაზე გამახვილდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი, კურსის მონაწილეებს პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მეცადინეობას შესთავაზებენ.

სწავლება ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართება. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

კურსი სამხედრო ინსტრუქტორებისთვის საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროების ორგანიზებით იმართება. ტრენერები „ბრიტანელებისგან დაკომპლექტებული მრჩეველთა და ტრენერთა ჯგუფის“ წარმომადგენლები არიან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge