primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

”თბილისობა 2015’’ 16 ოქტომბერს გაიხსნება

  • საზოგადოება
  • 05.10.2015
  • 21:47
”თბილისობა 2015’’ 16 ოქტომბერს გაიხსნება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, საკრებულოში კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დედაქალაქის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ,,თბილისობა 2015’’ -ის პროექტის საბოლოო პროგრამა განიხილეს.
სხდომას თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, მერიის ქალაქგაფორმებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მამუკა მელიქიძე, ააიპ ,,თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის’’ თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი და ,,თბილისობა 2015“-ის მთავარი რეჟისორი პაატა ციკოლია ესწრებოდნენ.
სხდომა კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. როგორც თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, წელს პირველად ტარდება თბილისობა, რომელშიც მოქალაქეებიც იღებდნენ მონაწილეობას. მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ კონკურსის ,,ჩემი თბილისობა“ მეშვეობით გამოავლინა გამარჯვებულები, რის შემდეგაც შემუშავდა კონცეფციები და დაიგეგმა ღონისძიებები. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა კი, საკრებულოს ეგიდით გასამართ ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსზე ,,თბილისი“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამარჯვებულთა ვინაობა სწორედ თბილისობის ფარგლებში გამოვლინდება.
საკრებულოს საავტორო კონკურსის დაჯილდოვების ცერემონიალი ,,თბილისი“, 20 ოქტომბერს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 19:00 საათზე გაიმართება.
როგორც მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ განაცხადა, სახალხო დღესასწაული მრავალფეროვან პროგრამას მოიცავს.
,,თბილისობა’’ 16 ოქტომბერს, საღამოს ,,საპატიო თბილისელის“ დაჯილდოვების ცერემონიით დაიწყება. 17 და 18 ოქტომბერს, რიყის პარკში დაგეგმილია სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ღია ტურნირები ჭადრაკსა და ჭიდაობაში, საბავშვო ღონიძიებები და ,,ლაივ ფესტივალი“ ახალგაზრდებისათვის.
,,თბილისობა 2015’’-ის ფარგლებში წელს პირველად გაიმართება კულინარიის ფესტივალი, პარკში მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ, როგორც ქართული, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კერძები. რიყის პარკის შადრევანთან კი ღვინის ქალაქი მოეწყობა.
17 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება მიშა მდინარაძის პროექტი, რომელიც წარმოაჩენს თბილისური მუსიკის ტრანსფორმაციას ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში.
როგორც მერიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, დედაქალაქის მოსახლეობას წელს პირველად მიეცემა შესაძლებლობა, დასახელებული კანდიდატებისთვის ხმის მიცემით თავად აირჩიოს ,,თბილისზე მზრუნველი“.
18 ოქტომბერს მუშტაიდის პარკიდან სტარტს აიღებს კოსტიუმირებული მსვლელობა -,,შემოდგომა და გარემო“, რომელიც გორგასლის მოედანზე გალა კონცერტს შეუერთდება.
,,თბილისობა 2015“ გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას ეძღვნება. დღესასწაულის ფარგლებში თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით, სტრატეგიის პრეზენტაცია მოეწყობა. ასევე გაიმართება თემატური შემეცნებითი აქტივობები.
საკრებულოს დეპუტატებმა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები წარმოადგინეს და აღნიშნულ პროგრამას დადებითი შეფასება მისცეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

  • 21:02
ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი 2 ადამიანი - ანა ჯაბაური
  • 18:25
მესტიისა და სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • 13:42
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
  • 20:11
კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
  • 20:05
კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
  • 20:04
ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
  • 12:18
თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
  • 12:03
გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge