png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

შსს-ს მოლდოვის რესპუბლიკის პოლიციის წარმომადგენლები ეწვივნენ

  • საზოგადოება
  • 06.10.2015
  • 10:17
შსს-ს მოლდოვის რესპუბლიკის პოლიციის წარმომადგენლები ეწვივნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროპის პოლიციის კოლეჯის (CEPOL) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანია სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.

 შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო პოლიტიკის, პროფესიული და უმაღლესი საპოლიციო განათლების, პროექტების კოორდინაციის, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის და განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

 ასევე გაიმართა შეხვედრები შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს, შსს-ს აკადემიის, შსს-ს მომსახურების სააგენტოს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებთან.

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები CEPOL-ის გაცვლით პროგრამაში 2013 წლიდან აქტიურად მონაწილეობენ. პროგრამის ფარგლებში ვიზიტები ხორციელდება პარტნიორი სახელმწიფოების სამართალდამცავ უწყებებში.

შეხვედრებზე განიხილება კიბერდანაშაულის, არალეგალური მიგრაციის, ტრეფიკინგის და სამართალდამცველთა სწავლების სისტემების საკითხები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge