ანა დოლიძემ ჩრდილოეთ ირლანდიაში განლაგებული გაერთიანებული სამეფოს 38-ე ბრიგადა მოინახულა
- თავდაცვა
- 22.04.2016
- 16:10
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ჩრდილოეთ ირლანდიაში განლაგებული გაერთიანებული სამეფოს 38-ე ბრიგადა მოინახულა. ანა დოლიძეს ირლანდიური ბრიგადის პოლიტიკისა და მემკვიდრეობის საკითხების მრჩეველმა ჯონ მაკკალომ უმასპინძლა. ჯონ მაკკალო აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დიდი ბრიტანეთის მრჩევლად მსახურობდა.
ბრიგადის ხელმძღვანელობამ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ბრიგადის ისტორია, გამოწვევები, მიზნები და პროგრამები გააცნო.
ჩრდილოეთ ირლანდიაში განლაგებული გაერთიანებული სამეფოს 38-ე ბრიგადას ჩრდილოეთ ირლანდიაში მიმდინარე „ინფორმაციის მოძიების“ პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200