png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოში საერთაშორისო ფესტივალი „კინოვინო“ ჩატარდება

  • კულტურა
  • 06.10.2015
  • 14:02
საქართველოში საერთაშორისო ფესტივალი „კინოვინო“ ჩატარდება

 

6-10 ოქტომბერს საქართველოში საერთაშორისო კინოფესტივალი „კინოვინო“ ჩატარდება, რომლის მხარდამჭერიც ეროვნული კინოცენტრია. ფესტივალის ფარგლებში შედგება ამერიკელი რეჟისორის ჯონათან ნოსიტერის ფილმების რეტროსპექტივა.

ფესტივალთან დაკავშირებით 7 ოქტომბერს 13:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც „კინოვინოს“ წარმომადგენლები, მხარდამჭერები და თავად ჯონათან ნოსიტერიც დაესწრება. ასევე 7 ოქტომბერს საქართველოს ისტორიის მუზეუმი რეჟისორის დოკუმენტური ფილმების ჩვენებას უმასპინძლებს, 10 ოქტომბერს კი 20 საათზე,   კინოთეატრ “ამირანის” დიდ დარბაზში ჯონათან ნოსიტერი თავად წარუდგენს დამსწრე საზოგადოებას მის მხატვრულ ფილმს ”რიო - სექს - კომედია”. წინა ორი დახურული ჩვენებისგან განსხვავებით, ფილმის „რიო - სექს - კომედია” ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ბილეთების ყიდვა შესაძლებელია ვებ გვერდზე biletebi.ge და კინოთეატრ „ამირანის“ სალაროებში.

ფანტასმაგორიულ კომედიაში მოქმედება რიო დე ჟანეიროს ღარიბთა უბნებსა და პლასტიკური ქირურგიის ძვირადღირებულ კლინიკაში ვითარდება. ფილმი ემიგრანტების მიერ პირადი სიამოვნების უთავბოლო ძიების შესახებ მოგვითხრობს.                                                                     მთავარ როლებში: შარლოტ რეფლინგი, ბილ ფულმანი, ირენ ჟაკობი, ფიშერ სთივენსი, ჯერომ კირშერი.

პროგრამა, კინოჩვენებების გარდა, მრავალფეროვანი აქტივობებით იქნება დატვირთული. დეგუსტაციები ჩატარდება Chateau Mukhrani-ში, ხოხბის ცრემლების, იაგო ბიტარიშვილის, სოლიკო ცაიშვილისა და სხვა მცირე მარნებში. დეგუსტაციებს გაუძღვება საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია.

სტუმრები ეწვევიან ვაზისა და ხეხილის საგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრს, მოინახულებენ ალავერდის მონასტერს, კომპანია ”ბადაგონის” ღვინის ქარხანას, თელავის ღვინის მარანს, შუხმანისა და სტორის მარნებს, ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმს და სხვ.

რეჟისორი და ღვინის ექსპერტი ჯონათან ნოსიტერი საქართველოში საერთაშორისო კინოფესტივალის „კინოვინო“ და ხელოვანთა კავშირი Conceptart   მოწვევით ჩამოდის. „კინოვინო“ ღვინის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი იქნება საქართველოში, რომლის ანალოგიც მსოფლიოს მეღვინეობის ყველა რეგიონსა და სახელმწიფოში არსებობს.

ღვინის კინოფესტივალის მიზანია საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაცია მსოფლიოში, ადგილობრივი მეღვინეობის ინტეგრაცია მსოფლიო ღვინის სამყაროში, რასაც როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური წინაპირობები აქვს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge