primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა

  • თავდაცვა
  • 04.05.2016
  • 10:00
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა

30 აპრილს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 25 წელი შეუსრულდა. დღეს ქართული არმია თანამედროვე, მოქნილი, მობილური სამხედრო ძალაა, რომელიც მუდამ მზადაა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორია 1990 წლიდან იწყება. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმია, სწორედ, ეროვნული გვარდიის საფუძველზე განვითარდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ, ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

ქვეყანას ისტორიის მოკლე პერიოდში რამდენჯერმე მოუხდა თავისი შეიარაღებული ძალების ომში გამოცდა. ქართული ქვედანაყოფები თავდადებით იბრძოდნენ 1992-1993, 2004 და 2008 წლებში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში. რამდენიმე ათასმა ქართველმა ჯარისკაცმა თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას.

საქართველოს შეიარაღებული ძალები 1999 წლიდან აქტიურად მონაწილეობს სამშვიდობო მისიებში - კოსოვოში, ერაყში, ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე. საქართველოს შეიარაღებული ძალები მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან. 1996 წლიდან საქართველო მასპინძლობს „ნატო/პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სწავლებებსა და წვრთნებს.

2015 წლიდან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს ერთი ქვეითი ასეული ჩაერთო. 2014 წლის ზაფხულში აღნიშნულმა ასეულმა წარმატებით გაიარა ნატოს შეფასება და ამ ეტაპზე სერტიფიცირების პროცესს გადის.
უელსის სამიტის ფარგლებში საქართველომ ნატოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტი მიიღო, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას, აძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ამაღლებს ნატოსთან თავსებადობას.

არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოში 2015 წელს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი დაარსდა, სადაც საქართველოსა და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სხვადასხვა სახის წვრთნები ჩატარდება.

ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 25 წლის განმავლობაშია გაიარა. დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს და ნატოსთან თავსებად შეიარაღებულ ძალად ფასდება.

 
 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge