ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილე აღინიშნება
- კულტურა
- 04.05.2016
- 17:51
წელს ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის - ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკაშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ლადო გუდიაშვილის ფონდი 4 საიუბილო გამოფენას გაუწევს ორგანიზებას.
5 მაისს, 20:00 საათზე, ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი პირველ გამოფენას უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 40-იანი წლების ფერწერა და გრაფიკა. გამოფენა 6 მაისიდან 19 ივნისამდე გაგრძელდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200