png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გენერალური შტაბის უფროსი პოლკოვნიკ დევიდ კატმურს შეხვდა

  • თავდაცვა
  • 05.05.2016
  • 11:56
გენერალური შტაბის უფროსი პოლკოვნიკ დევიდ კატმურს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბრიტანელი და ჩეხი სამხედრო ინსტრუქტორებისგან შემდგარ (BMATT - British Military Advisory Training Team) მრჩეველთა ჯგუფის უფროსს, პოლკოვნიკ დევიდ კატმურს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე.

შეხვედრაზე BMATT-ის სასწავლო პროგრამის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მხარეებმა ასევე განიხილეს სასწავლო პროგრამის მნიშვნელობა, რადგან საქართველო ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო მისიებში და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო სისტემებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრის დროს გენერალური შტაბის უფროსმა პოლკოვნიკ დევიდ კატმურთან საქართველოს ირგვლივ არსებული ოპერატიული გარემო მიმოიხილა და გამოწვევებზეც ისაუბრა.

„რამდენიმე დღეა ბრიტანელი ინსტრუქტორები ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს წვრთნიან. ისინი გადიან ინსტრუქტაჟს, რომ მომავალში თვითონ გახდნენ სამხედრო მომზადების ინსტრუქტორები. ვიშკოვოდან საქართველოში ერთ-ერთი ხელმძღვანელის ვიზიტი ემსახურება იმას, რომ საკუთარი თვალით ნახოს, რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს წვრთნები.

დარწმუნებული ვარ, რომ წვრთნები ძალიან წარმატებულია. სწავლების დასრულების შემდეგ ჩვენ მივიღებთ 30 მომზადებულ სამხედრო ინსტრუქტორს“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
18 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით BMATT-ის ( British Military Advisory Training Team) სასწავლო პროგრამის ფარგლებში ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოს შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორთა მომზადების კურსს 30 სამხედრო მოსამსახურეს უტარებენ (Instructor Training Course). სწავლება IV-ე მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
BMATT (ბრიტანელი და ჩეხი სამხედრო ინსტრუქტორთა ჯგუფი) ქალაქ ვიშკოვოში, ჩეხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აკადემიაში მდებარეობს. ეს არის ჩეხეთისა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი ორგანიზაცია, რომელიც 17 ბრიტანელი და 5 ჩეხი სამხედროსაგან შედგება. ჯგუფის მიზანია, უზრუნველყოს სამხედრო მომზადების კურსების ჩატარება, დახმარება გაუწიოს წვრთნებითა და კონსულტაციებით პარტნიორ ქვეყნებს, რათა მათ შეძლონ პროფესიული შეიარაღებული ძალებისა და მათი შესაძლებლობების განვითარება სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. BMATT 2000 წლიდან არსებობს და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების პროგრამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge